 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 7 ოქტომბერი, 2012 |
მწუხრის გარიჟრაჟზე, ქუჩებს ვერ ველევი, ყვითლად შეიმოსა, ფოთოლთ გრიგალითა. სადღაც ჰორიზონტზე, მზერით შეგეხები, ქალავ პაწაწინა, ვეება შლიაპითა...
არს თუ მნახველია, ვინმე მოშაირე, ზეცას სიცოცხლეშივ, უკვდავ მიგავლინა. დოინჯ შემორტყმული, მზესთან მოპაიქრე, იდგა პაწაწინა, ქალი შლიაპითა...
უკვე ქალია და ო, რას იპრანჭება, ამხედრებულია, მაღალქუსლიანზე. მაგრამ უწინდელი თვალთა მინაბება, ღიმილს ბავშვურობა მარად უწილადე.
ვითარ უბედური, ძაღლი ქეციანი, ვიდექ მოშორებით, კედელ მიმალვითა, ჩემ წინ მხიარული, ცოტაც სევდიანი, იდგა ანგელოზი, ვეება შლიაპითა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|