 | ავტორი: მირი-ანი ჟანრი: პოეზია 15 ოქტომბერი, 2012 |
ოხშივარებად ნისლი ასდის ვერნების გორებს, ჯამეს ეზოდან ვუყურებ და მონასტერს ვხატავ, ჩვენი ჯილაგიც წიწილასავით ებრძოდა ქორებს, თითქოს უფალმა საკუთარი ხელით დაგვხატა.
ქარიც უბერავს აჭარულად, ძვლებში მამტვრევს და მახსენდება ჩემი ნენეს თბილი ლეჩაქი, ღამით გაყინულს გულზე უჩუმრად დამაფარებდა, თავის დიდნენეს მოყოლილ ამბავს მოყვებოდა და ჩემზე ყურებით ღამეს ფიქრებში გაათავებდა.
ახლა ამ ტყეებს, ამ ღელეებს, ამ ქართულ მიწას, ვუყურებ ბაბუს თვალებით და ცრემლებს ვაჩერებ, ამ გორის კაცმა, ერთი შვილი გაღმისას მისცა ასეთ სიყვარულს დაემგზავრეთ, ნუ გააჩერებთ!
ყანის სუნი კი უკვდავების წამლად მომედო, ნისლიც არწივად, ღამენათევ სოფელს დარაჯობს, უჩუმრად შევსვამ ბაბუასთვის მოპარულ თუთუნს და ნენეს მოწველილ თბილ რძეს დავლევ, მერე ქალაჯოს.
მერე წიწილებს დავაპურებ, ხბორებს გამოვრეკ, თონესთვის ხმელი ხეჭეჭურის ფიჩხებს დავამტვრევ, კეცზე ჩემებურ ჯვარებს დავსვამ, ზარებს ჩამოვრეკ, ჭიქა ღვინოში - დედას, ქვეყანას, უფალს ჩავატევ.
საღამოს ისევ მოვალაგებ არეულ ეზოს, გადავუძახებ აჭარულად მეზობელ ბალღებს, კოცონს დავანთებთ, ჩამოვჯდებით თავრაჯულ ძირას, მოვყვებით ლადოს, გალაკტიონს, ტერენტის ტალღებს.
ამასობაში ყინავს გარეთ, უფრო გულში და დეკემბრის მთვარეც მილეულა, თურქეთს გვახსენებს, შევქეთის ძაღლი, ტყეში ბებერ მგელს ყმუილს უშლიდა, იმან იქიდან, - ვახ ქოფაკ შენ და კიდევ ვახ შენებს.
დილით კი ისევ.
ოხშივარებაd ნისლი ასდის ვერნების გორებს, ჯამეს ეზოდან ვუყურებ და მონასტერს ვხატავ, გიჟს ვემსგავსები როცა ვიხსენებ ხიხანს და ლორეს. უფალმა სიზმრად მიწა ნახა, მერე დახატა. ეს საქართველოს მიწა იყო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჯამეს ეზოდან ვუყურებ და მონასტერს ვხატავ,-სული გამითბა, კაი ქართველო. ჯამეს ეზოდან ვუყურებ და მონასტერს ვხატავ,-სული გამითბა, კაი ქართველო.
8. ჯამეს ეზოდან ვუყურებ და მონასტერს ვხატავ,-სული გამითბა, კაი ქართველო. ჯამეს ეზოდან ვუყურებ და მონასტერს ვხატავ,-სული გამითბა, კაი ქართველო.
7. ჯამეს ეზოდან ვუყურებ და მონასტერს ვხატავ,-სული გამითბა, კაი ქართველო. ჯამეს ეზოდან ვუყურებ და მონასტერს ვხატავ,-სული გამითბა, კაი ქართველო.
6. არ ვიცი ასეთი თბილი თუ ოდესმე რამე წამიკითხავს და ასეთ ნამდვილი, ძალიან ძალიან მომეწონა!!! მადლობა ავტორს...
,,ასეთ სიყვარულს დაემგზავრეთ, ნუ გააჩერებთ!" - ბევრი ვერ დაეწევა, იმიტომ რომ სიყვარულსაც ნიჭ უნდა.. ხშირად გაგვიზიარე რაა..
+++++
P.S ძალიან მაინტერესებს შენი დახატული მონასტერი... არ ვიცი ასეთი თბილი თუ ოდესმე რამე წამიკითხავს და ასეთ ნამდვილი, ძალიან ძალიან მომეწონა!!! მადლობა ავტორს...
,,ასეთ სიყვარულს დაემგზავრეთ, ნუ გააჩერებთ!" - ბევრი ვერ დაეწევა, იმიტომ რომ სიყვარულსაც ნიჭ უნდა.. ხშირად გაგვიზიარე რაა..
+++++
P.S ძალიან მაინტერესებს შენი დახატული მონასტერი...
5. გაიხარეთ. იცი ანანე გეთანხმები შენ მაგრამ პრობლემების გამოსწორებით ნაწერი გავაფუჭე შინააარსობრივად და ძველი სახე დავუტოვე ისევ!:D:D:D:
გურჯისტანი მომეწონა გიო :) გაიხარეთ. იცი ანანე გეთანხმები შენ მაგრამ პრობლემების გამოსწორებით ნაწერი გავაფუჭე შინააარსობრივად და ძველი სახე დავუტოვე ისევ!:D:D:D:
გურჯისტანი მომეწონა გიო :)
4. ჩემ კუთხეს სტალინმა დაავიწყა თურქეთი ... : ) კაია აჭარული საქართველო ... რაც არ უნდა ჯეორჯია გვეძახონ ალბათ მაინც უფრო გურჯისტანი ვართ : ) მომეწონა ლექსი. ჩემ კუთხეს სტალინმა დაავიწყა თურქეთი ... : ) კაია აჭარული საქართველო ... რაც არ უნდა ჯეორჯია გვეძახონ ალბათ მაინც უფრო გურჯისტანი ვართ : ) მომეწონა ლექსი.
3. ისეთი ფრაზაა რამოდენიმე ცალკ-ცალკე ლექსებია. ტექნიკურად აქვს ოღონდ ნაწერს პრობლემები, მაგრამ თემაა იმდენად კარგად გადმოცემული (შინაარსობრივად) მე პირადად სუბიექტურად მომწონს. ისეთი ფრაზაა რამოდენიმე ცალკ-ცალკე ლექსებია. ტექნიკურად აქვს ოღონდ ნაწერს პრობლემები, მაგრამ თემაა იმდენად კარგად გადმოცემული (შინაარსობრივად) მე პირადად სუბიექტურად მომწონს.
2. :):) გასაგებია ჯონი. :):) გასაგებია ჯონი.
1. ზოგადად, აჭარული მოტივები პოეზიაში ძალიან მომგებიანია,და ოსტატობაც თუ ახლავს თან- ხომ მთლად გადასარევი. აქ მთლად არ გადავრეულვარ:) ზოგადად, აჭარული მოტივები პოეზიაში ძალიან მომგებიანია,და ოსტატობაც თუ ახლავს თან- ხომ მთლად გადასარევი. აქ მთლად არ გადავრეულვარ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|