არავინ არ თქვს, რომ ცა არის ყველაზე მაღლა, ყველაზე მაღლა ეს სახლია და შენი კუთხე, ჩვენი ბავშვობა - სიყვარულით გვეძახდნენ ბალღებს და ტკივილები - ახლა ვცდილობ რომ ლუდის კათხით, ჩავიკლა გულში, ჩავიკლა და დავმარხო სადმე, მაგრამ ეს სევდა არ ყოფილა უბრალოდ ჩემი, ეს ახლდა იმ წლებს, ოთხმოცდაათს და მაგის შემდეგს, როდესაც გაგვყვეს, შეგვკვეცეს და უსაზღვრო გვემით, სულ ყველა ქართველს გაუხადეს მეგობრად შიში, ახლა კი ვდგავართ, დაღიანნი, უაზრო სახით, შუბლიდან სისხლით მიწერილ წლებს წვალებით ვიშლით, რათა როგორმე დავივიწყოთ რაც უკვე ვნახეთ. მაინც მგონია, ცა არ არის ყველაზე მაღლა, ყველაზე მაღლა ეს სახლია და შენი კუთხე, ჩვენი ბავშვობა, ხელში ყველა ჩამკვდარი ძაღლი და ჩემი სახლი, ტრასიდან რომ ხელმარცხნივ ვუხვევ... მაგრამ ეს სევდაც არ ყოფილა უბრალოდ ჩემი, ეს ახლდა იმ წლებს, ოთხმოცდაათს და მაგის შემდეგს, პურის რიგში რომ შეგვემატნენ დები და ძმები, დავკარგეთ სახე, იმედები და დღემდე ვეძებთ. მე მახსოვს ახლაც დედაჩემის ნაცხობი მჭადი, რომ იყო მეტი, ვიდრე მეტი ან უფრო მეტი, თავის წილსაც რომ ჩვენ გვიდებდა, (მახსოვს რომ ვჭამდით) თვითონ კი მშივრად იძინებდა მაძღარი ჩვენით. მე მახსოვს მამა, სხვა მამებთან, ჟანგიან თოფით, იცავდა ქუჩას, ჯიხურიდან თუ რაღაც ღრუდან, ვხვდებოდი, ჯიხურს ეყოფოდა ხმაურიც სროლის, რომ ჩვენს შესახვევს დარქმეოდა ობლების ქუჩა. მე მახსოვს ბებოც, ბაბუა კი იტყოდა, ნეტა თუ სწერიაო ამდაგვარი კაცისგან ეფუთს, და ავირიეთ როგორც ბრმების ბიბლიოთეკა, ვეღარ დავლაგდით, დავლაგდებით ოდესღაც ვიცი.. არავინ არ თქვას, რომ ცა არის ყველაზე მაღლა, ყველაზე მაღლა ეს სახლია და შენი კუთხე, ჩვენი ბავშვობა ყველაფერზე კარგია მაინც, ვამბობ და ტრასას მიყოლილი ხელმარცხნივ ვუხვევ...
მ ე მ ო ვ ე დ ი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. მე მახსოვს ახლაც დედაჩემის ნაცხობი მჭადი, რომ იყო მეტი, ვიდრე მეტი ან უფრო მეტი, თავის წილსაც რომ ჩვენ გვიდებდა, (მახსოვს რომ ვჭამდით) თვითონ კი მშივრად იძინებდა მაძღარი ჩვენით. მე მახსოვს მამა, სხვა მამებთან, ჟანგიან თოფით, იცავდა ქუჩას, ჯიხურიდან თუ რაღაც ღრუდან, ვხვდებოდი, ჯიხურს ეყოფოდა ხმაურიც სროლის, რომ ჩვენს შესახვევს დარქმეოდა ობლების ქუჩა. მე მახსოვს ბებოც, ბაბუა კი იტყოდა, ნეტა თუ სწერიაო ამდაგვარი კაცისგან ეფუთს, და ავირიეთ როგორც ბრმების ბიბლიოთეკა, ვეღარ დავლაგდით, დავლაგდებით ოდესღაც ვიცი..
თემო. მე მახსოვს ახლაც დედაჩემის ნაცხობი მჭადი, რომ იყო მეტი, ვიდრე მეტი ან უფრო მეტი, თავის წილსაც რომ ჩვენ გვიდებდა, (მახსოვს რომ ვჭამდით) თვითონ კი მშივრად იძინებდა მაძღარი ჩვენით. მე მახსოვს მამა, სხვა მამებთან, ჟანგიან თოფით, იცავდა ქუჩას, ჯიხურიდან თუ რაღაც ღრუდან, ვხვდებოდი, ჯიხურს ეყოფოდა ხმაურიც სროლის, რომ ჩვენს შესახვევს დარქმეოდა ობლების ქუჩა. მე მახსოვს ბებოც, ბაბუა კი იტყოდა, ნეტა თუ სწერიაო ამდაგვარი კაცისგან ეფუთს, და ავირიეთ როგორც ბრმების ბიბლიოთეკა, ვეღარ დავლაგდით, დავლაგდებით ოდესღაც ვიცი..
თემო.
24. სადღაც მოვისმინე ეს ლექსი და ვერ ვიხსენებ,ვინ წაიკითხა... მომწონს რა თქმა უნდა სადღაც მოვისმინე ეს ლექსი და ვერ ვიხსენებ,ვინ წაიკითხა... მომწონს რა თქმა უნდა
23. დღეს რაც წავიკითხე ყველა ლექსზე მაგარი იყო! აი ასეთი ლექსები მიყვარს, ტკივილიანი და ემოციური. და არა ისეთები დღეს ყველა ერთნაირად რომ წერს და ვერ გაარჩევ ვისი ხელწერააა დღეს რაც წავიკითხე ყველა ლექსზე მაგარი იყო! აი ასეთი ლექსები მიყვარს, ტკივილიანი და ემოციური. და არა ისეთები დღეს ყველა ერთნაირად რომ წერს და ვერ გაარჩევ ვისი ხელწერააა
22. არაჩვეულებრივი ლექსია ++ არაჩვეულებრივი ლექსია ++
21. მადლობა ლუ ძლიერ დიდი მადლობა ლუ ძლიერ დიდი
20. მესიამოვნა ახლა ამ ლექსის წაკითხვა. ჩემი +5 აქ და წარმატებები ავტორს მესიამოვნა ახლა ამ ლექსის წაკითხვა. ჩემი +5 აქ და წარმატებები ავტორს
19. რა საინტერესოა, 5 ქულა დამიწერია და კომენტარი კი არა. :) ოჰ! ეს სკლეროზი! :)))
"პურის რიგში რომ შეგვემატნენ დები და ძმები, დავკარგეთ სახე, იმედები და დღემდე ვეძებთ. მე მახსოვს ახლაც დედაჩემის ნაცხობი მჭადი, რომ იყო მეტი, ვიდრე მეტი ან უფრო მეტი, თავის წილსაც რომ ჩვენ გვიდებდა, (მახსოვს რომ ვჭამდით) თვითონ კი მშივრად იძინებდა მაძღარი ჩვენით. მე მახსოვს მამა, სხვა მამებთან, ჟანგიან თოფით, იცავდა ქუჩას, ჯიხურიდან თუ რაღაც ღრუდან,"
მომეწონა, ბიძია სემ. :)
პატივისცემით: ტენდი რა საინტერესოა, 5 ქულა დამიწერია და კომენტარი კი არა. :) ოჰ! ეს სკლეროზი! :)))
"პურის რიგში რომ შეგვემატნენ დები და ძმები, დავკარგეთ სახე, იმედები და დღემდე ვეძებთ. მე მახსოვს ახლაც დედაჩემის ნაცხობი მჭადი, რომ იყო მეტი, ვიდრე მეტი ან უფრო მეტი, თავის წილსაც რომ ჩვენ გვიდებდა, (მახსოვს რომ ვჭამდით) თვითონ კი მშივრად იძინებდა მაძღარი ჩვენით. მე მახსოვს მამა, სხვა მამებთან, ჟანგიან თოფით, იცავდა ქუჩას, ჯიხურიდან თუ რაღაც ღრუდან,"
მომეწონა, ბიძია სემ. :)
პატივისცემით: ტენდი
17. გილოცავ ამ ლექსს
მიხარია გილოცავ ამ ლექსს
მიხარია
16. ძალიან კარგია, ძალიან! ძალიან კარგია, ძალიან!
15. შეუდარებელია ++ შეუდარებელია ++
14. ახლა ვიჯექი მოწყენილად, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გამახარეთ ასეთი სიტყვებით.. გმადლობთ ახლა ვიჯექი მოწყენილად, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გამახარეთ ასეთი სიტყვებით.. გმადლობთ
13. ძაან ძაან მაგარი ლექსი...ცოცხალი...მფეთქავი...გონიერი...რიტმიან რითმიანი... ჩემი აპლოდისმენტები ავტორს...5555555 :-* ძაან ძაან მაგარი ლექსი...ცოცხალი...მფეთქავი...გონიერი...რიტმიან რითმიანი... ჩემი აპლოდისმენტები ავტორს...5555555 :-*
12. უდიდესი სიამოვნება მივიღე ახლა მე ამ ლექსის წაკითხვით. ეს არის ჭეშმარიტი პოეზია!
უდიდესი სიამოვნება მივიღე ახლა მე ამ ლექსის წაკითხვით. ეს არის ჭეშმარიტი პოეზია!
11. ამ "უიშვიათესი" ოთხმოცდაათიანების კალეიდოსკოპი რაღაც განსაკუთრებული ბუნებრიობით გადმოცემული ღმად ჩაწვდა სულის საბარგულს და ......მეც ხომ იმ დაჟანგული წლების(საკუთარ მხრებზედ) ტვირთმზიდი გახლავართ.....
მადლობა ავტორს, რამეთუ პირადად მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე; დიდი მადლობა ასეთი საოცარი გულწრფელობისათვის!!
ჩემი+2+ოვაციები!!
წარმატებები ავტორს!! ამ "უიშვიათესი" ოთხმოცდაათიანების კალეიდოსკოპი რაღაც განსაკუთრებული ბუნებრიობით გადმოცემული ღმად ჩაწვდა სულის საბარგულს და ......მეც ხომ იმ დაჟანგული წლების(საკუთარ მხრებზედ) ტვირთმზიდი გახლავართ.....
მადლობა ავტორს, რამეთუ პირადად მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე; დიდი მადლობა ასეთი საოცარი გულწრფელობისათვის!!
ჩემი+2+ოვაციები!!
წარმატებები ავტორს!!
9. ვახ! რა კარგია! ვახ! რა კარგია!
8. ლექსი, რომელიც ძალიან მომეწონა! ლექსი, რომელიც ძალიან მომეწონა!
7. ვაჰ , როგორ მომეწონა ...
ჰო, არაა ცა ძალიან მაღლა ...გეთანხმები ...
5555 ვაჰ , როგორ მომეწონა ...
ჰო, არაა ცა ძალიან მაღლა ...გეთანხმები ...
5555
6. არავინ არ თქვას, რომ ცა არის ყველაზე მაღლა,.. კარგია, მოკრძალებული 2 ბიძია სემს ერთი უბრალო კაცისგან :) არავინ არ თქვას, რომ ცა არის ყველაზე მაღლა,.. კარგია, მოკრძალებული 2 ბიძია სემს ერთი უბრალო კაცისგან :)
5. ვიცი, ბიძია სემ:) ვიცი, ბიძია სემ:)
4. ხო, მე ბიძია კი ვარ, მაგრამ მაგ დროს ბავშვი ვიყავით, თან ძალიან პატარა :) ხო, მე ბიძია კი ვარ, მაგრამ მაგ დროს ბავშვი ვიყავით, თან ძალიან პატარა :)
3. ხო, მე ბიძია კი ვარ, მაგრამ მაგ დროს ბავშვი ვიყავით, თან ძალიან პატარა :) ხო, მე ბიძია კი ვარ, მაგრამ მაგ დროს ბავშვი ვიყავით, თან ძალიან პატარა :)
2. მადლობა ჩემო თოლია ჯონათან ))) მადლობა ჩემო თოლია ჯონათან )))
1. რა კარგია, რომ მოხვედი, ბიძია სემ! ოთხმოცდათიანების მთავარი შტრიხებია კარგად აქცენტირებული.
რა კარგია, რომ მოხვედი, ბიძია სემ! ოთხმოცდათიანების მთავარი შტრიხებია კარგად აქცენტირებული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|