| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 14 ოქტომბერი, 2012 |
დუდანა
კაცმა რომ თქვას, უშნოც არ იყო, უფრო საშუალო ეთქმოდა. ეს კია, ცოტა მოუხერხებლად ირჯებოდა, ერთთავად თავჩაღუნული დაიარებოდა, დამფრთხალი იერით. კაცებს გაურბოდა,არ იცოდა, ადვილად ხელმისაწვდომი რომ ურჩევნია მამაკაცთა მოდგმას. გულუბრყვილოდ ეგონა, აუცილებლად უნდა გამოკიდებოდა ვინმე. გადიოდა დრო, და გამომკიდებელი არავინ ჩანდა. მხოლოდ ძილში, ისიც ხანდახან, ისეთი სიზმარი ეწვეოდა, ყველაზე სანდო დაქალსაც რომ ვერ გაუმხელდა. ვითომ ვიღაც უცნობი მამაკაცი ფრთხილად უწევდა მუხლისთავებიდან კაბას და ცხელ ხელისგულს ბაყვებში უცურებდა. უნდოდა გაქცეულიყო, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა. რაღაც მომთენთავი, გაუგებრად სასიამოვნო განცდა ითრევდა მორევში. საფეთქლებთან გულის დაგადუგს გრძნობდა. ზღვის მღვრიე ტალღები ხმაურით, რიტმულად ეხლებოდნენ ბეტონის ჯებირს, გაშმაგებული ულოკავდნენ ბზარებს ქაფიანი ენით. კედელი ტორტმანებდა, მაგრამ მაინც არ ინგრეოდა. ხანაც ის კაცი საკინძეს ჩამოუხევდა და ძუძუს კერტებს ულოკავდა ზუსტად ისე, როგორც სერიალებში ენახა. მაგრამ სწორედ მაშინ ფხიზლდებოდა, ყველაზე იდუმალი რომ უნდა დაწყებულიყო. გამოეღვიძებოდა გაოფლილს, გულაჩქარებულს,დარცხვენილს.საბანს თავზე წაიფარებდა, თითქოს ვიღაცის უხილავ თვალს ემალებაო. ვერ იქნა და ვერ შეეჩვია სერიალებში აი, იმ მომენტების ცქერისას, ოფლს რომ არ დაეცვარა მისი ყელი. ამიტომაც ერიდებოდა სხვებთან ერთად სერიალების ყურებას. დროდადრო დუდანას მინავლული მეხსიერებიდან ამოტივტივდებოდა ბავშობისდროინდელი ერთი მოგონება ასე რომ სუსხავდა მის ხსოვნას. მაშინ მერვე თუ მეცხრე კლასში იქნებოდა. არდადეგებზე დეიდასთან ისვენებდა ერთ პატარა დაბაში. ამ პროვინციულ დასახლებაში ერთადერთი გართობა კინო იყო.უჩვენებდნენ რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ფილმებს, რომლის დროს გოგონები ჩუმად იწმენდდნენ მოძალებულ ცრემლს, ბიჭები გაფაციცებით შეჰყურებდნენ პიკანტურ ადგილებს, რომელზედაც უფროსი მამაკაცები ფარისევლურად იჭმუხნიდნენ სახეს. ერთერთ ასეთ სეანსზე, მის თანატოლ დეიდაშვილ გოგონას გვერდით რომ იჯდა, მეორე მხარეს უცნობი ბიჭი უცნაურად აწრიალდა. რაღაც ცუდად ენიშნა ეს ფორიაქი, დაიძაბა. ჯერ იყო და რამოდენიმეჯერ , (ვითომ შემთხვევით) მხარზე შეეხო, მალე იგრძნო, როგორ ფრთხილად შემოეჭდო მისი მარცხენა ხელი წელზე. დაიბნა, არ იცოდა, რა ექნა.უხეშად მოეშორებინა ხელი, თუ არ შეემჩნია. გაშეშდა,გული ბაგაბუგით უცემდა. უცბად, (ეტყობა , მისი დაბნეულობა დაყოლიებაში ჩაუთვალეს), იგრძნო, როგორი თრთოლვით ეძებდა მარჯვენა ხელი მის მკერდზე საკინძის ღილებს. შეკრთა, მკვეთრად გაიწია განზე და ბიჭის ხელი უხეშად მოიშორა, როგორც შეცოცებული მორიელი. როგორც იქნა, გათავდა ფილმი. სინათლე აიმთო. მის გვერდით არავინ იჯდა. ერთი გაფიქრება ისიც გაიფიქრა, ეს ყველაფერი ფილმში ხომ არ ვნახეო. -რა დაგემართა , გოგო, რა ფერი გადევს?- დაეკითხა დეიდაშვილი, -ვინმემ ხომ არ შეგაწუხა. -რა შემაწუხა,შენ კარგადა ხარ!-აილეწა ბრაზისა თუ სირცხვილისაგან, ან ორივეთი, რითაც უფრო საფუძვლიანი გახადა გამოთქმული ეჭვი. მას მერე დიდი დრო გავიდა. ხსოვნაც გახუნდა, მოგონებებიც გაფერმკრთალდნენ. თუმცა, სულო ცოდვილო, გულისგულში ხანდახან ეკითხებოდა საკუთარ თავს-”წინააღმდეგობა რომ არ გამეწია, ნეტა რა მოხდებოდაო”.
*** ცხოვრობდა გლდანის ერთერთი ტიპიური კორპუსის მეშვიდე სართულის ტიპიურ ოროთახიან ბინაში, სიცივისა და მარტოობის ბლანტ ნაზავში. შეჰყურებდა დედის ლამაზ, სათნო სახეს კედელზე ჩამოკიდებულ გადიდებულ ფოტოზე.”ნეტა, მე ვის დავემგვანეო”-ეს მერამდენედ ეკითხებოდა თავის თავს.მამა თითქმის არ ახსოვდა. მისგან დანატოვარი არც გვარი- ჩუტკერაშვილი მოსწონდა (ამიტომაც არ ეწერა კარზე) და არც შერჩეული სახელი- დუდუხანა, ერთი მსახიობი ქალის პატივისცემით რომ შეერქმიათ, (გოიმურად მიაჩნდა). ხან ეჩვენებოდა, რომ მამა მხოლოდ დედამისის მოგონებებში არსებობდა. ეს იყო მისი ერთადერთი დანიშნულება.დედას კი იმისთვის სჭირდებოდა, თავის დაკარგულ ბედნიერებაზე რომ ეწუწუნა ნიადაგ. მისი სადილი და ვახშამი დროში ერთმანეთს ემთხვეოდა. ჭამა მაინცდამაინც არ უყვარდა, თუმცა საჭმლის მომზადება აღუწერელ კმაყოფილებას გვრიდა. ამ საქმეს დიდი შემოქმედებითი ენთუზიაზმით ეკიდებოდა. სქელ, ლამაზყდიან რვეულში კერძებისა და ნამცხვრების რეცეფტები ეწერა, რომელიც განსაკუთრებულ ადგილას ჰქონდა შენახული, მომავალ მზითებთან. თუ მისი სიამოვნება გინდოდათ, კულინარიული რჩევა უნდა გეკითხათ. გულდასაწყვეტი ის იყო, რომ თავისი ცოდნის გამომჟღავნების საშუალება იშვიათად ეძლეოდა. ერთი სისუსტეც ჰქონდა- ქვაბების შეგროვება. მის ძველ ბუფეტში ერთმანეთში ჩაჭედილიყო სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების ქვაბები, რომელთა უმეტესობას არასოდეს ეწერა გამოყენება. საღამოს მსუბუქად წაიცმუცნიდა, მერე ჩართავდა ტელევიზორს, უყურებდა რომელიმე სერიალს, (რა ადვილად გამოსდიოდათ ყველაფერი ამ ოხრებს) მეორე დღეს თანამშრომელ გოგოებთან რომ გაერჩია და იძინებდა.იძინებდა შიშნარევი მოლოდინით. *** მუშაობდა იაფფასიან სასადილოში ჭურჭლის მრეცხავად. თანამშრომელ გოგოებთან გახსნილი იყო, ანდა რა ჰქონდა დასამალი, მაგრამ ის ამბავი, მეზობლის ბავშვთან რომ შეემთხვა,არავისთვის გაუმხელია. სირცხვილის გამო კი არა, რაღაც მოწიწების, სხვისი წილი ბედნიერების მითვისების ცოდვად თვლიდა და იმიტომ. მეზობლის გოგომ- სახლში მობრუნებულმა ხათუნამ, სულ ქმართან სასამართლოებზე რომ დაწანწალებდა, ერთ შაბათს სთხოვა, ექვსითვის მარიამი დაიტოვეო. სიხარულით დასთანხმდა- ეს ხომ მისი ფარული, სანუკვარი ნატვრა იყო.ის რომ სცოდნოდა, როგორ შემოუბრუნდებოდა ეს ყველაფერი, ალბათ სულ გადაიკარგებოდა იმ დღეს. ბავშვის საკვები შეკავებული მღელვარებით ჩამოართვა და საძინებელში შევიდა. ჩვილი თვინიერი აღმოჩნდა,იწვა გასუსული თავისთვის. მალე ბოთლიც გამოცალა და ისევ მიიძინა. დაჰყურებდა ჩაძინებულ პატარას რაღაცნაირი დახარბებით, როგორც მისთვის განუცდელ, განუხორციელებელ, უცნობ ნეტარებას და უჩვეულო დანაშაულის განცდა ეუფლებოდა. ბავშვმა. მალე ისევ გაიღვიძა და საშინელი ტირილი მორთო. დუდანა შეშფოთდა,აღარ იცოდა,როგორ დაეშოშმინებინა, როგორ ეშლებოდა ასე წარმატებით დაწყებული საქმე. უცებ თამამმა აზრმა გაუელვა თავში.ცოტა დაფიქრდა და მაშინვე შეუდგა განხორციელებას. სწრაფად, საქმიანად გაიხსნა საკინძე, აზღუდი ჩაიწია, მარჯვენა ძუძუ ამოიღო,ორ თითში მოიქცია, როგორც მეძუძურმა ქალებმა იციან, მარცხენით ბავშვი აიტატა და კერტი ნაზად შეახო ბაგეზე. ჩვილმა ტირილი შეწყვიტა და ენერგიულად დაეწაფა ნამდვილის მაგიერ ვერაგულად შეტყუებულ სუროგატს. მისი ნაზი ტუჩები სასიამოვნოდ უღიტინებდა მოწითალო კერტზე. დუდანა გრძნობდა, როგორ ეჭიმებოდა და უმკვრივდებოდა ძუძუ,როგორი ნეტარი, მომთენთავი ჟრუანტელი უვლიდა სხეულში. უცებ ბავშმა ტუჩების ცმაცუნი შეწყვიტა, პირი გაუშვა და უარესად აღრიალდა.ის კი იდგა გაოგნებული,შემცბარი და აღტაცებულიერთდროულად დედობის ვერშემდგარი სურვილით დათრგუნული და არ იცოდა, რა მოემოქმედა. ხან ხელებზე არწევდა, ხან ძლიერად იხუტებდა მკერდზე, რომელიც უჩვეულოდ მგრძნობიარე გამხდარიყო. კარზე ზარმა შეაკრთო, ნაჩქარევად დამალა ნაღდის მაგიერჩანაცვლებული ყალბი სამხილი და ბავშვი ლოგინზე დააწვინა. -ხომ არ დამაგვიანდა?- აქოშინებული ეკითხებოდა ხათუნა. -ეტყობა ძალიან გაგაწვალა, არა, ფერი აღარ გადევსსახეზე. დუდანამ გაურკვევლად გადააქნია თავი. დანაშაულზე წასწრებულივით გრძნობდა თავს. ასე იმედგაცრუებით დასრულდა განუცდელ დედობაში შეჭრის უბადრუკი მცდელობა.
*** თავისი ერთფეროვანი სამსახურიდან დაბრუნებული, ლიფტის მომსახურებით კიდევ ერთხელ, გაწბილებული ფეხით აუყვებოდა კიბეს. მეექვსე სართულზე ფეხს აუჩქარებდა,ახვლედიანების მუდამ მოღიებულ კარებში გადმომდგარ დეიდა ანეტას რომ არ შეემჩნია თავისი ერთიდაიგივე კითხვით: გოგო, შენ კიდევ არ გათხოვილხარ? რაზე ცდები ასეთი ოჯახის ქალი,ა? დუდანამ არ იცოდა, რა ეპასუხა, მხრებს აიჩეჩდა მხოლოდ და უმწეოდ, დაბნეულად უღიმოდა. სულ აინტერესებდა, ნეტა მართლა ჰგონია, რომ მსიამოვნებს მისი “ყურადღებაო”.ახვლედიანებს ადრე ვერაზე ეცხოვრათ, მერე რაღაც ფინანსურ აფიორაში გახვეულან და ბინა გაუყიდიათ, როგორც წესი. ახლა მის ქვემოთ ცხოვრობდნენ ოროთახიანში, თუმცა იძულებითი გარეუბნელობის ხასგასმა არასოდეს ავიწყდებოდა ქალბატონ ანეტას. შვილი უცხოეთში გადახვეწილიყო და იქიდან ეხმარებოდა, როგორც ქალბატონი ანეტა ირწმუნებოდა. მისი შვილიშვილი ,ფერიასავით ჰაეროვანი ანუკი ამას არაფრად დაგიდევდათ.ხშირად აწყობდა ოჯახურ ფართებს თავის დაქალუშკების კამპანიაში, რაც გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ანეტას ეტყობოდა დიდად არ ეხატებოდა გულზე ეს თინეიჯერული აქტივობანი, თუმცა მეზობლობაში მაინც კუდს უსწორებდა: რა ქნან, ახალგაზრდები არიან, დედა, მაგათ თუ არ გაატარეს დრო, აბა მე ჩემი დრო რახანია მოვჭამეო.
*** გადიოდა დრო. მარად მომლოდინე დუდანას სიმსუქნე მოეძალა. ახლა ისე სხარტად აღარ ადიოდა საფეხურებზე. ტრანსპორტში უკვე ახალგაზრდები უთმობდნენ ადგილს. “დეიდათი” ან “ქალბატონოთი” მიმართავდნენ. თავიდან ეხამუშებოდა ასეთი პატივი, მერე კი შეეჩვია. ხანგამოშვებით ნათესავი ქალები შეუძახებდნენ: -სად დაიკარგები ხოლმე, გოგო, იცი, რა ბიჭი მყავს შენთვის შეგულებული, როდემდე უნდა იარო ეგრე ცალადაო. ეხ, რა დედა გყავდა!- დასძენდნენ ბოლოს თითქოს ნიშნისმოგებით. მერე იმათაც შეწყვიტეს ეს არაფრისმთქმელი შეგონებანი. ოცნებებიც ნელნელა შემოეძარცვნენ შემოდგომის ფოთლებივით., მხოლოდ ეს იყო, ის სანატრელად უხერხული სიზმრები ისევ ახსენებდნენ თავს ხანდახან . მოკლედ ცხოვრება თავისი კალაპოტით მიედინებოდა, ვიდრე ის საბედისწერო შემთხვევა არ მოხდა, რომელმაც მისი, ასე ციმციმ შეკოწიწებული სიმშვიდის წონასწორობა არ შთანთქა დამ ის ჩვეულ ყოფას სხვა გეზი არ მისცა.
*** იმ დღესაც ჩვეულებრივ დაღლილი ბრუნდებოდა სახლში ნელა აათავა საფეხურები. ის იყო, გასაღები ჭრილისთვის უნდა მოერგო, რომ ჭუჭრუტანაში გარჭობილი წითელი მიხაკი შენიშნა. ცივად გაუშვა ხელი, თითქოს დაეწვაო. პირველი რაც გაიფიქრა, ალბათ შემთხვევით მოხდაო. მაგრამ როგორ უნდა მოხვედრილიყო მიხაკის ღერო გასაღების ჭრილში. ცხადია, ვიღაცამ ან იხუმრა ან რაღაცის მინიშნება სურდა. ფრთხილად გამოაძრო კარიდან ოთახში ნაქურდალივით შეიტანა, სერვანდი გამოაღო და ყველაზე ლამაზ ლარნაკში ჩადო. მთელი ის საღამო მიხაკს შეჰყურებდა. ამ ყვავილმა რაღაც სითბო და სინათლე მოჰფინა იქაურობას. მეორე დღეს ადრე ადგა. სამუშაოს ორომტრიალში სულ გადაავიწყდა ეს ამბავი. სახლში რომ დაბრუნდა, კარებში ისევ წითლად ღვიოდა მიხაკი. გაოგნდა. ისევ ფრთხილად გამოაძრო ყვავილი და ლარნაკში ჩადო. ახლა უკვე ორი მიხაკი შემოჰყურებდა შეთქმულებივით. სიმშვიდე დაჰკარგა. ვინ უნდა ყოფილიყო ამის გამკეთებელი, ან რა სურდა. ცხადია, უცნობმა კარგად იცოდა, როდის უნდა დაბრუნებულიყო სამსახურიდან. ოცნებაში წარმოიდგინა შუახნის , ოდნავ თმაშეთხელებული , სათვალეებიანი კაცი, რომელიც საუბარში ხშირად ხმარობდა კულტურულ სიტყვებს: “რამეთუ, ეგზომ, ძალისხმევა” და სხვა.გონებაში სახელიც კი შეარქვა- ზაზა.ახლა ლოგინში ჩაწოლილი ესაუბრებოდა მას. მესამე დღესაც დახვდამიხაკი. გაახსენდა სკოლაში ნასწავლი, თუ როგორ ატარებდა ერთი პოეტი ღილკილოთი მიხაკს. შეეცადა მისი ლექსიც გაეხსენებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მხოლოდ ორი ტაეპი აღიდგინა: ”არც კი გიცნობდი, არც კი მენახე, ისე გხატავდა თამარს ვრუბელი….” ახლა უკვე სამი მიხაკი იცავდა მის ნეტარ სამყოფლოს მეშვიდე სართულზე. თან რაღაცნაირ სინდისის ქენჯნასაც განიცდიდა, თითქოს სხვისთვის განკუთვნილ ბედნიერებას იჩემებდა, მისთვის ხომ ყვავილები არასოდეს მიეძრვნათ აქამდე. მის სიზმრებში მამაკაცმა კონკრეტულობა შეიძინა. ისხდნენ სადღაც მყუდრო პარკში, მოყუჩებულ ადგილას. ზაზას მისი ხელი ეჭირა ფრთხილად და გაყუჩებული იყო.როცა მისი თავი ქალის თავისკენ დაიხრებოდა, ის მორცხვად გაიწევდა განზე და ღაწვები ეფაკლებოდა. მეოთხე დღესაც იგივე განმეორდა. სამსახურში ვეღარ სცნობდნენ. -გოგო, რა თვალები გიბრწყინავს, ნასვამი ხომ არა ხარ? -ნასვამისა რა მოგახსენო და შეყვარებული კი უნდა იყოს. -რაღა დროს მაგის სიყვარულია. -მაგ დროს სცოდნია ყველაზე გამწარებით, აბა. ყოველ საღამოს შიშით აათავებდა კიბეებს, ვაითუ მიხაკი აღარ დამხვდესო.ასე უსასრულოდ ხო მარ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა.
*** იმ დღესაც ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა სამუშაო. სწრაფად მოწესრიგდა. ¬ -დუდანა გოგო, შენ მიდიხარ, დარჩი, კაფეში შევიაროთ. -არ მცალია, მეჩქარება. -ნეტა რა ცალები გკიდია! -მაგას ჩვენთვის სადა სცალია, შეყვარებული ელოდება. დუდანა გაწითლდა, წაუყრუა, ვითომდა თქვენი თავი სადა მაქვსო, გულში კი სიამოვნებდათუნდაც ასეთი როყიო საუბარი, მის შეყვარებულობას შესაძლოდ რომ თვლიდნენ. მეექვსეზე, ახვლედიანების კარს რომ მიუახლოვდა, რაღაც ფორიაქი მოესმა შიგნიდან, ალბათ არც ამ ღამეს მიწერია დაძინებაო- გაიფიქრა. სწრაფად აირბინა კიბეები და გაშრა- მიხაკი არსად ჩანდა “ნეტა რა დაემართა ზაზას, რამე ხო მარ მოუვიდაო”- გაიფიქრა. ხელისკანკალით გააღო კარი და სახლში შევიდა. პირველ რიგში ლარნაკისაკენ გაექცა მზერა. მოეჩVენა, რომ მიხაკებს მოეწყინათ. წყალი გამოუცვალა. ახლა უფრო საცოდავად, უმწეოდ და ავისმომასწავებლად გადმოეკიდნენ ლარნაკიდან.უნდოდა რაღაც დამამშვიდებელი მოეფიქრებინა, მაგრამ არაფერი მოსდიოდა თავში.ვერმიხვდა, რამდენხანს იყო ასე. უცებ კარებზე ზარმა გამოაფხიზლა ზარი მოკლე, მოკრძალებული იყო.წამოდგა, კარს მიუახლოვდა და სამზერში გაიჭვრიტა. ხილვის არე მთლიანად მიხაკების თაიგულს დაეფარა, თითქოს განგებ მიაფარესო. შეეცადა, მღელვარება დაეფარა და კარი გამოაღო. კარის წინ პატარა, ასე შვიდიოდე წლის ბიჭი იდგა და ვეებერთელა თაიგული მიეხუტებინა გულზე. უჩვეულო მოუთმენლობამ შეიპყრო.. ბავშმა დაზეპირებულივით წარმოსთქვა: -ბოდიშით, თუ შეიძლება, ანუკის დაუძახეთ! -ვისა?- დუდანას ღიმილი სახეზე შეეყინა. ბავშვი დაიბნა., -ანუკის, თქვენ შვილს.- რატომღაც გადაწყვიტა, რომ ის მხოლოდ დედა შეიძლება ყოფილიყო. უნდოდა რაღაც ცივად ეპასუხა, მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოუყარა. -ანუკი აქ არ ცხოვრობს.- გამოსცრა ბოლოს.. -ეს მეექვსე სართული არ არის? ბოდიშით!- დაიმორცხვა ბიჭმა და ქვემოთ ჩაირბინა. დუდანამ ხმაურით მიიჯახუნა კარი. მუხლები ეკვეთებოდა. საშინლად იმედგაცრუებულად, გაბითურებულად და გასულელებულად გრძნობდა თავს.. როგორ იოლად დაიჯერა, რომ ბედს მისთვისაც შეეძლო ბედნიერება გამოემეტებინა. რისთვის შეეფარა ასე დანდობილად ილუზიების დაძენძილ ქოლგას. ცრემლები ღაპაღუპით ეცემოდა მის უნაყოფო მკერდს და თითქოს მათი სიმლაშე სწვავდა. ეს იყო მიუსაფარი, ყველასგან მიტოვებული, სამყაროსუსასრულობაში ჩაკარგული არსების მიერ თავისი განუცდელი, განუხორციელებელი და შეუმდგარი არსის გამოტირება. 2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ეს მოთხრობა ფორუმზე წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ძუძუს წოვების ეპიზოდში იქ (ფორუმზე), რაღაც ეროტიული სურათის მსგავსი დაუნახავთ. მინდა ვთქვა, რომ ამ მოქმედებაში, არც ცხოვრებაში ხდება მსგავსი რამ და არც ამ მოთხრობაში დამინახავს. დავინახე დაუკმაყოფილებელი დედობრივი ინსტიქტის გამოძახილი. ოთხჯერ სართულის შეშლას რაც შეეხება, მართლაც არარეალურია. "ეს მეექვსე სართული არ არის? ბოდიშით!"- ეს ფრაზა რომ არ იყოს ვიფიქრებდი, რომ ბიჭს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა ანუკის ბინის შესახებ. ე. ი ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა.
ეს მოთხრობა ფორუმზე წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ძუძუს წოვების ეპიზოდში იქ (ფორუმზე), რაღაც ეროტიული სურათის მსგავსი დაუნახავთ. მინდა ვთქვა, რომ ამ მოქმედებაში, არც ცხოვრებაში ხდება მსგავსი რამ და არც ამ მოთხრობაში დამინახავს. დავინახე დაუკმაყოფილებელი დედობრივი ინსტიქტის გამოძახილი. ოთხჯერ სართულის შეშლას რაც შეეხება, მართლაც არარეალურია. "ეს მეექვსე სართული არ არის? ბოდიშით!"- ეს ფრაზა რომ არ იყოს ვიფიქრებდი, რომ ბიჭს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა ანუკის ბინის შესახებ. ე. ი ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა.
11. მომეწონა, მშვენივრად წერთ, , სხვა თქვენი ნაწარმოებებიც წავიკითხე და გულწრფელად მინდა ვთქვა, ავტორი არის უაღრესად განათლებული, ლიტერატურის გარდა ბევრი რამე იცის სოციალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. დუდანა, კარგად დაწერილი პროზაა, მსუბუქი წასაკითხი და მთლიანობაში სევდიანი, თუმცა მესამე ეპიზოდი(მესამე ნაწილი არა? ასე შეიძლება ვთქვა?) უფრო მაგონებს იმ დროს როცა ინტერნეტი არ იყო და ბავშვები "სახლობანას" თამაშობდნენ, მამობანას , დედობანას, პატარა გოგონებს ვითომ შვილი ჰყავდათ და ძუძუს აწოვებდნენ თამაშობდნენ. "თამაში " ვერ გავაერთიანე ამ ლამაზ პროზაში , რადგან ნაწარმოების პერსონაჟი დუდანა არც ისე პატარაა, მარტო ცხოვრობს, მუშაობს, გასათხოვარ ასაკსაც გასცდა, ამდენად ძნელი დასაჯერებელია დუდანა მეზობლის 6თვის ბავშვისთვის მეძუძური ქალივით მოქცეულიყო, აქვე თანამედროვე "სუროგატი "ც შემოგაქვს "ჩვილმა ტირილი დაიწყო და ენერგიულად დაეწაფა ნამდვილის მაგიერ ვერაგულად შეტყუებულ სუროგატს"- ამ შემთხვევაში დუდანას ვერ წარმოგვიდგენ სუროგატად, რადგან სუროგატი აუცილებლად გათხოვილი ,შვილიანი უნდა იყოს კანონით, ამას შენიშვნის სახით კი არ ვწერ უბრალოდ ემანდ გაუთხოვრებმა და უშვილოებმა შემთხვევით არ იფიქრონ " სუროგატ-დედობაზე"ამრიგად პროზა დუდანა ჩემთვის შედევრია (მესამე ნაწილის გარეშე). მომეწონა, მშვენივრად წერთ, , სხვა თქვენი ნაწარმოებებიც წავიკითხე და გულწრფელად მინდა ვთქვა, ავტორი არის უაღრესად განათლებული, ლიტერატურის გარდა ბევრი რამე იცის სოციალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. დუდანა, კარგად დაწერილი პროზაა, მსუბუქი წასაკითხი და მთლიანობაში სევდიანი, თუმცა მესამე ეპიზოდი(მესამე ნაწილი არა? ასე შეიძლება ვთქვა?) უფრო მაგონებს იმ დროს როცა ინტერნეტი არ იყო და ბავშვები "სახლობანას" თამაშობდნენ, მამობანას , დედობანას, პატარა გოგონებს ვითომ შვილი ჰყავდათ და ძუძუს აწოვებდნენ თამაშობდნენ. "თამაში " ვერ გავაერთიანე ამ ლამაზ პროზაში , რადგან ნაწარმოების პერსონაჟი დუდანა არც ისე პატარაა, მარტო ცხოვრობს, მუშაობს, გასათხოვარ ასაკსაც გასცდა, ამდენად ძნელი დასაჯერებელია დუდანა მეზობლის 6თვის ბავშვისთვის მეძუძური ქალივით მოქცეულიყო, აქვე თანამედროვე "სუროგატი "ც შემოგაქვს "ჩვილმა ტირილი დაიწყო და ენერგიულად დაეწაფა ნამდვილის მაგიერ ვერაგულად შეტყუებულ სუროგატს"- ამ შემთხვევაში დუდანას ვერ წარმოგვიდგენ სუროგატად, რადგან სუროგატი აუცილებლად გათხოვილი ,შვილიანი უნდა იყოს კანონით, ამას შენიშვნის სახით კი არ ვწერ უბრალოდ ემანდ გაუთხოვრებმა და უშვილოებმა შემთხვევით არ იფიქრონ " სუროგატ-დედობაზე"ამრიგად პროზა დუდანა ჩემთვის შედევრია (მესამე ნაწილის გარეშე).
10. ჭა-ს სრულად ვეთანხმები. ახალგაზრდა გოგოებმა გაითვალისწინონ და პრიველივე შემხვედრს კისერზე ჩამოეკიდონ. :)
მოთხრობა კარგია. ფინალიც კარგია. დასაწუნიც არაფერი აქვს. მაგრამ სასტიკია. არ მომინდებოდა ამისი ხელახლა წაკითხვა. მიზეზი მარტივია, მე კეთილი ვარ :) ჭა-ს სრულად ვეთანხმები. ახალგაზრდა გოგოებმა გაითვალისწინონ და პრიველივე შემხვედრს კისერზე ჩამოეკიდონ. :)
მოთხრობა კარგია. ფინალიც კარგია. დასაწუნიც არაფერი აქვს. მაგრამ სასტიკია. არ მომინდებოდა ამისი ხელახლა წაკითხვა. მიზეზი მარტივია, მე კეთილი ვარ :)
9. დავიწყე კითხვა და ისე დავამთავრე თვალი ვერ მოვწყვიტე :) საინტერესოდ იკითხება. ჩემი დიდი პატივისცემა ავტორს დავიწყე კითხვა და ისე დავამთავრე თვალი ვერ მოვწყვიტე :) საინტერესოდ იკითხება. ჩემი დიდი პატივისცემა ავტორს
8. ამას თუ ამოვბეჭდავ თორემ აქ წაკითხვის შანსი არ მაქვს ისედაც + 3.5 მიკეთია უკვე სათVალე..ასე რომ ცოტა დააგვიანდება ამაზე ჩემს კომენტარს... თუმცა იქნება აუცილებლად..
პატივისცემით: ბლაგვი ამას თუ ამოვბეჭდავ თორემ აქ წაკითხვის შანსი არ მაქვს ისედაც + 3.5 მიკეთია უკვე სათVალე..ასე რომ ცოტა დააგვიანდება ამაზე ჩემს კომენტარს... თუმცა იქნება აუცილებლად..
პატივისცემით: ბლაგვი
7. მართლა კარგი ნაწერია წუნს რომ ვერაფერში შEიტან! ++ მართლა კარგი ნაწერია წუნს რომ ვერაფერში შEიტან! ++
6. სადღაც უკვე წაკითხული მქონდა, მაგრამ ახლაც სიამოვნებით წავიკითხე მეორედ. 5! სადღაც უკვე წაკითხული მქონდა, მაგრამ ახლაც სიამოვნებით წავიკითხე მეორედ. 5!
5. ძალიან კარგად წერს ეს კაცი. ა, ბატონო წაიკიტხეთ და თავდ დარწმუნდებით::) ძალიან კარგად წერს ეს კაცი. ა, ბატონო წაიკიტხეთ და თავდ დარწმუნდებით::)
4. ეს რამდენიმე ეპიზოდი მარტოხელა ქალის ცხოვრებიდან საინტერესოდ იკითხება, "რამეთუ, ეგზომ, ძალისხმევა” არც ავტორს გამოუყენებია და არც მკითხველს ჭირდება, უბრალოდ კითხულობ და მოგწონს. დუდანა- სახელიც რა კარგადაა შერჩეული. ეს რამდენიმე ეპიზოდი მარტოხელა ქალის ცხოვრებიდან საინტერესოდ იკითხება, "რამეთუ, ეგზომ, ძალისხმევა” არც ავტორს გამოუყენებია და არც მკითხველს ჭირდება, უბრალოდ კითხულობ და მოგწონს. დუდანა- სახელიც რა კარგადაა შერჩეული.
3. ძალიან მომეწონა...555 ანდა რა არ უნდა მომწონდეს?...:) შემდგარი ავტორია... ერთი ძალიან ჩვეულებრივი, ქალის ცხოვრებაზე გვიყვება და იმდენად საინტერესოდ მიდის თხრობა, ვერსად ვერ წაუყრუებს მკითხველი ...ყველა ფრაზას ყლაპავს...ანუ იმის თქმა მინდა, თემას კი არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია შესრულება...ოსტატობა... ფინალი არაჩვეულებრივი...ზუსტი... ძალიან კარგი ავტორია, წაიკითხეთ არ ინანებთ...:-* ძალიან მომეწონა...555 ანდა რა არ უნდა მომწონდეს?...:) შემდგარი ავტორია... ერთი ძალიან ჩვეულებრივი, ქალის ცხოვრებაზე გვიყვება და იმდენად საინტერესოდ მიდის თხრობა, ვერსად ვერ წაუყრუებს მკითხველი ...ყველა ფრაზას ყლაპავს...ანუ იმის თქმა მინდა, თემას კი არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია შესრულება...ოსტატობა... ფინალი არაჩვეულებრივი...ზუსტი... ძალიან კარგი ავტორია, წაიკითხეთ არ ინანებთ...:-*
2. მე მინდოდა მეთქვა,ნაწარმოები მომეწონა... მე მინდოდა მეთქვა,ნაწარმოები მომეწონა...
1. ცუდ ხასიათზე დამაყენა...რა ცოდვაა დუდანა... მაგრამ ძალიან მომეწონა. +++++++ ცუდ ხასიათზე დამაყენა...რა ცოდვაა დუდანა... მაგრამ ძალიან მომეწონა. +++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|