ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2012


...შემოდგომისფერს...

...შემოდგომისფერს...

მე
შევეცილე
შემოდგომის ფერთა სინაზეს,
მთვარემ ჩამიკრა თვალი წუხელ,
აღარ ვიდარდებ!
შემოდგომისფერ კაბას ქარი
ზოგჯერ მიბრაზებს,
მე
შევეჩვიე მარტოობას...
აღარ ვინატრებ!

მე
მუხლმოდრეკით შემოვივლი
ივერთ ქვეყანას,
შევეცილები წვიმის წვეთებს,
ცრემლებს დავითვლი,
მარტოობასაც თავის წილი
ხიბლი რომ ჰქონდეს,
შემოდგომისფრად წვიმის ხმაზე
არ ვიტირებდი...

შევეცილები
გაზაფხულის ფერებს
ფ ე რ ე ბ ი თ,
შემოდგომის ფერს გადავუვლი
ფერებ-ფერებით!

14/10/2012 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები