 | ავტორი: დონკიხოტი ჟანრი: პოეზია 21 ოქტომბერი, 2012 |
ყვავილობაა შორს ალუბლების, - სიმბოლურია ნოოს გეიშა: მიხვალ ახლოს და ესაუბრები, საშიშროებით: რომ ვერ შეგნიშნავს...
ას ყვავილობას იტევს ჰაიკუ, - მრავალი სცენით სავსე კაბუკებს. შენ კვლავ საუბრობ სახით პანიკურ, როცა გეიშას უძღვნი საჩუქრებს.
ვერ იმორჩილებ სხეულს - სულნაკლულს, ყვავილები კი სულს იწონიან და გეიშისთვის მართავ ბურნაკუს, როცა ყვავილობს იაპონია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|