| ავტორი: ციცქნა ჟანრი: პოეზია 25 ოქტომბერი, 2012 |
" სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის სევდა,სიკვდილიც სევდა არის ადამიანად არ ყოფნის სევდა"
თვალები გავახილე,ცეცხლის ალში გახვეულმა მზის სხივებმა დილა გამიხალისეს.ჩიტებიც ბედნიერობდნენ,ჟრიამულობდნენ.დილას ერთმანეთს უხალისებდნენ,მხოლოდ ერთმანეთს. აი ქუჩაში ერთი მოხუცი დავინახე,დაღონებული,მოღუშული თითქოს ცხოვრებაზე გაბრაზებული. იქნებ დავეხმარო,სიცოცხლის სურვილი დავუბრუნო,თუმცა მე რას შევცვლი,რამოდენიმე წუთით დაველაპარაკები იქნებ გული გადამიშალოს.მაგრამ როგორ მივმართო? მოხუცო? არა!ასე არა! მას აუცილებლად ეწყინება,რადგან მხოლოდ სხეული ბერდება,გული კი არასდროს იი ყოველთვის ახალგაზრდაა... - ქალბატონო რატომ ხართ ასე მოწყენილი რამე ხომ არ გაწუხებთ? არა შვილო ამცხოვრების მეტი,რა უნდა მაწუხებდეს? ეს პასუხი ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო,მოხუცს ვეღარაფერი ვუთხარი,თვალები მიწას მივაშტერე და ჩავფიქრდი. -გაგიკვირდა ეს პასუხი?რატომ?სხვა რას ელოდი ისეთი ქალბატონისგან რომელსაც არ ჰყავს არც ოჯახი,არც ახლობლები,ამ ქვეყნად ერთი პატარა ქოხი მაბადია და ისიც რად მინდა? ხვალ ან ზეგ მიცას მიმაბარებენ და ისიც დაინგრევა.ჩვენი წითისოფელი ხომ ერთი წამია,ზოგისთვის ეწრთი უბედური წამიც კი! - და ლიკვდილზე?სიკვდილზე რას მეტყვით? - სიკვდილი? სიკვდილიიი.... არ ვიცი ალბად მეორე სიცოცხლე,მარადიული სიცოცხლე. სიკვდილის არ მეშინია მაგრამ მომენატრება ნათელი მზის სხივები.
მოხუცი ფეხზე წამოდგა,ყავარჯენს დაეყრდნო და ნელი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მემგონი კარგია :)) მემგონი კარგია :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|