ავტორი: თენგულა ჟანრი: საბავშვო 28 ოქტომბერი, 2012
ბუთხუზა და მისი ძმა
ღობეს ჩაპორჭყებია, ჩაპუტკული თითებით, ჩემს ჯაფას აკვირდება თვალებ გაფაციცებით. რას აკეთებ ბიძია? მეკითხება ბუთხუზა, და პატარა ცხვირუკა სასაცილოდ აბუზა. ძამიკო სად გყავს მეთქი, ვერ მოვასწარ ამის თქმა, ჩამობობღდა ღობიდან და შინისკენ გაიქცა. თურმე ცელქუნას დროებით ძამიკო დავიწყებოდა, მე შევახსენა თურმე და ახლა იმისკენ მირბოდა. ცოტა ხანში შემომესმა, შეძახილი მხიარული, ძმამ ძმა ნახა, გაიხარეს, ატყდა დიდი ჟრიამული.