ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო გოცირიძე.
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2012


* * *

წვიმას მოვიყვან ლურჯი ციდან,ღრუბლებს დავჭექავ,
ფიქრებად მოვალ,მერე ამ ფიქრებს ისევ დავლეწავ
გულს ავაჩქარებ,დარდს გავანელებ და მთებს დავსეტყვავ..
გულში რაც მიდევს,ფიქრად რაც მოდის,თქმადაც გავბედავ.
ლექსებად დავწერ და გავრითმავ ყველა ნაფიქრალს,
ცამ და ღრუბლებმა ხომ მიმიღეს უკვე თავისად..
არ მეშინია თუ კი ვიღაც სადღაც მაძაგებს
მე ხომ ფრთები მაქვს და ჩემს თავსაც ფრთებით დავიცავ..
ფიქრად არ მოვა შევიძულო ადამიანი,
მე ყველა მიყვარს,ბედნიერი და დარდიანიც,
მე ჩემებურად მიყვარს ყველა ადამიანი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები