 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 1 ნოემბერი, 2012 |
სიბერე ------ მხრები მტვრიანი - საარქივე, უდაბნოსფერი ქვიშის რუკა, სიბერე ძველი საათივით, იცრიცება და რჩება უკან... ქუჩა ნორჩებით გაივსება, აქ ჯადოსნური გზა და წრეა და გსურს საათი და ისრები, ბავშვობისაკენ გადასწიო... მერცხალი ისევ ბუდეს აგებს და ჩიტი ისე განაბულა ცდილობს დრო - ჭრელი ბუმერანგი, საწყის წერლილში დააბრუნოს... მხრები მტვრიანი - საარქივე, უდაბნოსფერი ქვიშის რუკა, სიბერე ძველი საათივით, იცრიცება და რჩება უკან...
ქარი ----- ქარი ბოშასავით ცერზე შემოდგება, ქუჩა ესმერალდას კაბას იშველიებს, გვირგვინს დაადგამენ მალე შემოდგომას, მერე იყვირებენ - მეფე შიშველია...
წყალი გამოექცა ღრუბელს ტუჩებიდან, ვერსად გავექეცი ოთახს სარკმელიანს, სულმთლად გალუმპულან ჩემი ქუჩები და ახლა აღმა - დაღმა წვიმას დაჰყვებიან...
მე გამომწვარი თიხა ვარ, დღე ქურასავით ინთება, და მთებს ზღაპრისკენ მივყავარ, ლეგენდებით და მითებით, ღრუბლებს ჯიხვის რქით დალევენ მთის ჭიუხები გულცივად, ეს ბილიკებიც ნალივით ცხენებს თუ ამოუცვივდათ... ფერდობზე გამოფენილან მეცხვარეები ღიღინით, აქ ყველა ციხე ცხენივით თქარათქურობს და ჭიხვინებს. მე გამომწვარი თიხა ვარ, დღე ქურასავით ინთება, და მთებს ზღაპრისკენ მივყავარ, ლეგენდებით და მითებით,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ღამე აღარ დამეძინება ისე მაწყენინეთ... ღამე აღარ დამეძინება ისე მაწყენინეთ...
8. შეიძლება კარგიცაა, მაგრამ რატომღაც არ დავინტერესდი. იმედია არ მიწყენთ.. ) შეიძლება კარგიცაა, მაგრამ რატომღაც არ დავინტერესდი. იმედია არ მიწყენთ.. )
6. მომეწონა კარგებია. მომეწონა კარგებია.
4. ყველა ძალიან ლამაზი,კარგი და გამართული. ყველა ძალიან ლამაზი,კარგი და გამართული.
3. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
პირველი და მეორე განსაკუთრებულია!
ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
პირველი და მეორე განსაკუთრებულია!
2. "მხრები მტვრიანი-საარქივე" - რამდენი კარგი, ძვირფასი რამის ნახვა შეიძლება არქივებში.
დავინახე თქვენი გალუმპული ქუჩები, ჩემსკენაც ჩამოატარა წვიმამ:)
მოჭიხვინე ციხეებიც მინახავს. "მხრები მტვრიანი-საარქივე" - რამდენი კარგი, ძვირფასი რამის ნახვა შეიძლება არქივებში.
დავინახე თქვენი გალუმპული ქუჩები, ჩემსკენაც ჩამოატარა წვიმამ:)
მოჭიხვინე ციხეებიც მინახავს.
1. ''სიბერე'' ფეისბუქზე წავიკითხე და ვფიქრობ მართალი ბრძანდებით. ``სიბერე`` ფეისბუქზე წავიკითხე და ვფიქრობ მართალი ბრძანდებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|