ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალილა
ჟანრი: საბავშვო
1 ნოემბერი, 2012


საოცარი წიგნი

-დედა,დედა,დედიკო!
-რაო,ჩემო პატარავ?
-იცი,დღეს მე ამ წიგნმა
რამდენი რამ მასწავლა?

მეგონა,რომ ჩიტის შვილებს
ყველას ერქვა ბარტყი,
მაგრამ, თურმე თითეულს
აქვთ სახელი მათი.

ჩხიკვია თუ კაჭკაჭი,
ანდა ყვავი ყვანჩალა,
მათ შვილს იცი რა ქვია?
რა ქვია და-ბახალა.

ბულბულია თუ ბეღურა,
მერცხალი თუ შაშვი,
ყველა იმათ შვილებს
ჰქვია კიდე-ბარტყი.

ფრინველების მეფეა
გულადი და მარჯვე,
მთელ ქვეყანას ურჩევნია
არწივს მისი მართვე.

ტბის ნაპირას ყოველთვის
ცხოვრობს წერო მშვიდი.
მის პატარებს, დედიკო
ჰქვია თურმე ბჟიტი.

მტრედისა და გვრიტის
თუ დაფრინავს გუნდი,
უმალ უნდა მიხვდე
ჭამას ითხოვს ხუნდი.

სასაცილოდ აპრეხიათ
მწყერის შვილებს ქოჩორი,
წიგნში ვნახე,ვიხარხარე,
რომ რქმევიათ ჩოჩორი.

ცის ტატნობზე სანავარდოდ
ძერა გამოსულა.
მის პატარებს,გენაცვალე,
კი რქმევია ქულა.

საყვარელი ბარტყებია
ხოხბისა და კაკბის,
იცი იმათ რა ქვიათ?
რა ქვიათ და ლაპი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები