ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2012


მოგონებები სიყვარულზე 2 (ქრისტინას)

კიბეზე პირველი ჩახუტება... პირველი შენი მკლავების სითბოს შეგრძნება. პირველი ჩემი "მუქარა" -დაგახრჩობთქო და ხელები ყელზე რომ მოგიჭირე.  თავიდან მეხმარებოდი, მერე კი როგორი სახით შემომხედე... შენი  ცოდვა და საოცრად ნაზი სახე  მეუბნებოდა: ირაკლი, მართლა გამიმეტებ?
გახსოვს კიბეზე გაბუტულები რომ ვისხედით სხვა და სხვა საფეხურზე და ერთმანეთს წერილებს რომ ვწერდით? :)
ახლა შენი მოწერილი წერილი მიჭირავს და მეცინება შემდეგ ფრაზებზე:
"მატყუებ- ძალიან მახინჯი ვარ როცა ვბრაზდები და უფრომეტიც, როცა მაოცებ ბატივით გიყურებ. თუმცა ერთ რამეში გეთანხმები - აი როცა ვიღიმი ნამდვილად იმსხვრევა აფროდიტეს ტაძარი. ბოლო-ბოლო მე ხომ თავად ღვთაება ვარ;) :D "
პირველი სილაც მახსოვს შენგან, როცა შენს ღირსად თავი არ ჩავთვალე... ეგეც კიბეებზე მოხდა.
როგორ მიყვარდა როცა რამდენიმე ხანი მაწუწუნებდი მერე მაინც გამოხვიდოდი კიბეებზე გეიშასავით იაპონური ხალათით და მერე იმაზე მეჩხუბებოდი: რატომ გამომიყვანე, რა გინდა დროზე მიტხარი, ხალხი რას იფიქრებსო?! მერე კი ან მე მედო თავი შენს კალთაში ან შენ ჩემს მკლავზე, თუმცა ჩემი თითები ყველავარიანტში შენს თმებში იყო გახვეული...
-ირაკლი მიყვარხარო! სრულიად მოულოდნელად სხვა თემაში გაბმულს მომაკარი ეს სიტყვები გულზე. და საპასუხოდ შენმა ტუჩებმა ქალეულობა თვისი მე შემომწირეს... არ დამვიწყებია ისიც ეს როგორ განიცადე. -უნდა გაგებრთხილებინეო...:)
კიბეებზე იჯექი და დღიურს წერდი, ვინმეზე გაბრაზებული იყავი და კიბეზე იჯექი, პრობლემები გქონდა და კიბეზე ტიროდი, მაგრამ ყოველთვის მე მელოდებოდი... კადნიერება არ იქნება ალბათ ჩემგან ეს პირდაპირობა.
კიბეები... კიბეები.... კიბეები...
კიბეებზე ვიტირეთ გამომშვიდობებისას....
და მაინც, მიყვარს ის კიბეები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები