სადღაც უკვალოდ გაქრა დღეები, წარსულის ლანდი აღარ მდევს უკან, ის რითაც ვცოცხლობ, რითაც ვარსებობ სულ ერთფეროვნად გარდაისახა... თითქოს სურს ამ სულს იპოვოს კვალი, კვალი წარსული ბედნიერების, მაგრამ არ არის ის რაც წყურია, რისთვისაც იბრძვის უგონოდ სული... გზა აღარ დამრჩა, თვალებიც არ მაქვს, რომ დავინახო ბრმის ეს სურათი, ამ ბრმა მხატვარმა რაღაც დახატა და მის წინ მარტო სიბნელე არის... ვერც შედევრს ვხედავ, ვერც ფერების ზღვას, ვგრძნობ მელნის სურნელს, სადღაც დაქცეულს და ეს მელანი ფურცლების ნაცვლად მიწაზე შრება ასე უწყალოდ... მე არც დღიური დამიწერია, არც რამე მსგავსი აღმიწერია, ვგრძნობ როგორ ყვირის ბგერები სადღაც, დღიურის ფურცლებს კი ქარი ფანტავს... 17 წლის წინ აქ ვიღაც გაჩნდა, ახლა კი მგონი დროს უქმად ხარჯავს, ვისთვისაც სურდა რომ გაეხარა, ის აქ არ არის, აი ეს ტანჯავს. გრძნობს ზოგიერთებს თუ როგორ კარგავს და მათ სახეებს ვეღარც კი ლანდავს, ამ დღის გაქრობას ნატრულობს თანაც, სისუსტეს უკვე ვერაფრით მალავს... 17 წლის წინ აქ ვიღაც გაჩნდა და ძვირფასი დღე ამით დამთავრდა!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა პესიმიზმია!....ასე არ შეიძლება. რა პესიმიზმია!....ასე არ შეიძლება.
1. ახალი ხართ და ჯერ სუსტი ლექსებიც გეპატიებათ :) 17 წლის ხათ ალბათ და გონება სხვა რამეზე ფიქრით დატვირთეთ :) წარმატებებს გისურვებთ + ახალი ხართ და ჯერ სუსტი ლექსებიც გეპატიებათ :) 17 წლის ხათ ალბათ და გონება სხვა რამეზე ფიქრით დატვირთეთ :) წარმატებებს გისურვებთ +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|