ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2012


რომ გამეღვიძოს, გაგრძელდები?

სიზმრების ამხსნელთან ვიყავი გუშინ.
შენზე მოვუყევი.
მითხრა აგიხდებაო...
შენი "მე", ყოველთვის მოითხოვდა
დამატებით ახსნას.
ყოველდღე გნახულობ;
ყოველთვის გაურბიხარ ყოველგვარ სიცხადეს...
გნახულობ მეთქი, თუმცა, არა,
- გგრძნობ;
ვიცი, რომ აქ ხარ,
ან იქნებ, უკვე ჩემში ხარ...
თანდათან ყველაფერდები,
თანდათან ემგვანები ახდენილ ოცნებას,
მე კი, უფრო და უფრო მიპყრობს შიში,
შიში იმისა, რომ
ამეკვიატე;
შიში იმისა, რომ
მწარე სიცხადე ხარ,
იმ დროს,
როცა ტკბილად
მესიზმრები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები