ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: საბავშვო
10 ნოემბერი, 2012


ბატის ჭუკი

ყველა სადღაც დამალულა,
წვიმა მოდის შხაპა-შხუპით,
მხოლოდ ბატის ჭუკი დარბის
გუბეებში ტყაპა-ტყუპით,

ჭრელი ქოლგა და ლაბადა,
ქუდი, კაშნე,შორტები
კი უხდება,მაგრამ ფეხზე
არ ჩაუცვამს ბოტები

გაცივდება ჩვენი ჭუკი,
შეაწუხებს ხველება,
გარეთ რომ არ გაუშვებენ.
ნეტავ რა ეშველება?

გალუმპულა საცოდავი,
მართლაც ავად გამხდარა,
ღამით სიცხემ აუწია,
ცუდად არის პატარა,

ჟოლოს ჩაის შეექცევა
და ფანჯრიდან უყურებს,
თერმომეტრით იღლიაში
მის საყვარელ გუბურებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები