ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2012


მოდელი პოეტი

დაღლილი ნიავი ისევ ცას ემთხვია,
სულმძიმე ღრუბელი პოლუსებს მიაბა.
მოდელის თვალები-მშიერი ვეფხვია,
ისევ გააფთრებით ფანჯარას მიადგა.

ცამ როგორც მეგობარმა, ღრუბელი ჩაიკრო.
ცისფერი თითებით სახეს მოეფერა.
ტუჩები აუთრთოლდა ღრუბელს და დაიწყო
ცრემლების ტანდემი და ხელებს მოეფარა.

მოდელის თვალები შვლისნუკრად შეიქმნა.
ფურცელზე თითებით კალამი დააბნია.
მოდელმა სახელი- პოეტი შეირქვა
და მისი სილამაზით ფურცელი დააბნია.

ცის თანაგრძნობით ღრუბელის ცრემლებმა
გოგონას სიმშრალე სილაღით დაასველა.
შიშველი ფეხების შორიდან მცქერალმა
მწყურვალი თანაგრძნობით თვალები დაასვენა.

ღრუბელი ატირდა და თან იცინოდა.
ცა ღიმილს აჩენდა ღრუბელის მკლავიდან.
წვიმის წვეთები მცქერალს ასცდენოდა,
პოეტი მოდელის ფურცლის კალმიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები