ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო გოცირიძე.
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

* * *

დღეს ალბათ წვიმა ჩემი სოფლის გორებს ასველებს,
ჩვენი სახლებიც მალე თოვლით შეიმოსება,
ბებია,პაპა ახლა ალბათ ღუმელს  ანთებენ
და იქ დამსხდრები მოჰყვებიან წარსულ ცხოვრებას.
ვიცი მოწყენით დაჰყურებენ კოჟრიან ხელებს,
ვერცხლისფერ თმაზე მათ ყოველთვის  დაჰყვებათ სხივი
ალბათ ისინიც იხსენებენ ხანდახან დედებს,
თან არ ასვენებთ ჩვენზე დარდი და ჩვენზე ფიქრი.
დროს ნაოჭებად დაუტყვია გავლილი წლები,
მზრუნველი მზერა კიდევ უფრო სათუთი გახდა,
მე მათ თვალებში შემინიშნავს მღელვარე ცრემლი,
ცრემლი,რომელიც მათ ცხოვრებას ძალიან გავდა.
ამ ცრემლით ვიცი ჩვენზე ფიქრში ღამეებს ათევთ,
ვიცი,რომ დარდობთ თქვენგან ასე შორს რომ წავედით.
ვიცი,რომ ჩვენი ერთი მზერა დიდ ძალას გმატებთ,
ამიტომ მოვალთ და ღუმელთან ისევ დავსხდებით.
და წლების მერე,როცა მოვა ჩემს თავზეც თოვლი,
და როცა სახე ამევსება გავლილი წლებით,
გამახსენდებით თქვენც ჩვენსავით,ღუმელთან მსხდომნი
და შვილიშვილებს ზღაპარივით თქვენს ამბავს ვეტყვი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები