ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2012


მთის მდინარემ სთქვა

მაღალის მთების შვილი ვარ
ამაყი, ზარით მდინარი
არვის ვმორჩილდი უშიში
სიკვდილთან პირმომცინარი.

ბუნებას განვაცოცხლებდი
ხმაურით ვძლევდი სიჩუმეს
საცა განსაცდელ მინახავს
პირი არცერთხელ ვიბრუნე.

არარად მიჩნდა კლდე-ღრენი
ჩამოვანგრიე ხევ-ხუვად
ქალამნად მქონდა ცვარ-ნამი
მაღლით ნისლები მეხურა.

წვიმას ვიღებდი საზრდოდა
განაწამები გოლვითა
გზად რაი შამაკავებდა
მივისწრაფვიდი შორითა.

მაგრამა უშიშს მიხვდება
საცა უგრძნეულ რამ არის
სხვაფერ ვერასა აკრთობენ
ბედი შაჰხვდება საზარი.

ქვე მიწას არ ჩავიკარგე
ვერცა გოლვამა დამძლია
მაგრა ვერ გარდავეხვეწე
დიდმა მდინარემ დამლია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები