ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: საბავშვო
1 დეკემბერი, 2012


დემეკუნას მამალი

ბიჭოს, ეს ვინ გაბედა,
ასე ვინ გათამამდა,
დემეტრუნა გააღვიძა,
ყიყლიყოო მამალმა.
იცი? ვისთან გაქვს საქმე,
აბა ერთი დამაცა,
გაღვიძებას მე გასწავლი,
გათენდება ხვალაცა.
გამთენიას დაიჭექა,
დემეკომ ჰკრა ზარები,
სულ მთლიანად გააღვიძა,
მთელი სოფლის მამლები.
შეიშმუშნენ, შეგვარცხვინა,
ჩვენს წინაპარს არ ახსოვს,
ადამიანს ჩვენ ვაღვიძებთ,
იმან როგორ დაგვასწრო.
დემეტრუნა ახითხითდა,
ხომ დაგმართეთ თქვენიო,
ახლა თქვენსას, როცა იტყვით,
იქაცა თქვით ჩემიო.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები