ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარა
ჟანრი: პროზა
18 ნოემბერი, 2012


მიპასუხეთ, მემ!

სუსხიანი დილა...
მივდივარ დაფიქრებული.
უკვე მესამედ მესიზმრა იგივე.
ერთი კაცი, თეთრებში ჩაცმული მოდის ჩემთან და მეკითხება: "შენ იცი ვინ არის ღმერთი?" "შენ იცი რა არის სიყვარული?"
მე თითქოს ვიცი, თუმცა პასუხს ვერ ვპოულობ და უმწეო თვალებით შევყურებ უცნობს, დილით კი რაღაც საშინელი, ამაზრზენი ხარხარი მაღვიძებს.
ასეთი დაფიქრებული მივუყვები ჩემი სამსახურისაკენ მიმავალ გზას და მიჩნდება კითხვა, ნეტავ სხვებიც ნახულობენ ჩემი სიზმრების მსგავს სიზმრებს? ნეტავ სხვებმაც იციან ვინ არის ღმერთი, ან რა არის სიყვარული?
უძილო ღამეებით თავმობეზრებულმა არც ვაციე, არც ვაცხელე და გამვლელ ქალს ვკითხე:
_ქალბატონო! დიახ, დიახ, თქვენ, იცით ვინ არის ღმერთი?
ქალი გაკვირვებული მზერით გამერიდა (ალბათ იეჰოვას მოწამე ვეგონე, ჰაჰა)
_თქვენ! დიახ თქვენ მშვენიერო ლედი! იცით რა არის სიყვარული? არა? და რატომ ასე ცივად?
_ჰეი თქვენ ბატონო! იცით ვინ არის ღმერთი? მესია? და თქვენთვის უბრალოდ მესია?
დაფიქრებულმა გავაგრძელე გზა და ვიგრძენი, რომ გული მატკინა კაცის ასე უგრძნობლად წარმოთქმულმა სიტყვა "მესიამ", რომელშიც არანაირი გრძნობა არ იდო და ბრაზი მომერია, ხალხის უმადურობის გამო.
ეჰ...როგორ დაგტანჯეს უფალო, როგორ შეგაწმინდეს ბინძური ხელები, შემოქმედო!

მისის! მივმართე ქალს, რომელიც უშველებელი ჯიპიდან გადმოდიოდა, თუმცა ის პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალის, მესვრის უბრალო, ცარიელ მზერას და წავა...
წავა, აქ კი იგივე დარჩება ჰავა..გავიხსენე უდროოდ წასული ნიკოს სიტყვები და გულში მწარედ ჩაღიმებამდე დავინახე მდიდრული ფრაკით შემოსილი მამაკაცი, რომელიც თავდაჯერებული ნაბიჯით კვეთდა ქუჩას და მეც რასაკვირველია, მისკენ გავეშურე: ბატონო, ჰეი თქვენ! თქვენ ...
კაცმა შემომხედა , თუმცა ისეთი ქორისებრი, დამნაშვის თვალებით, რომ მივიჩნიე, ამ ადამიანთან სიყვარულისა და ღმერთის თემაზე საუბარი, უბრალოდ ამ თემათა შეურაცხყოფა იქნებოდა და ზურგი ვაქციე და ამ დროს დავინახე შავებში ჩაცმული ქალი თავის პატარა შვილთან ერთად. მისი თვალები ერთდროულად იმდენად მრავალმნიშვნელოვნად მეტყველებდნენ, რომ რაღაც დასკვნის გამოტანა შევძელი. ქალის ნაღვლიან მზერაში, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ელვარებდა და ამავდროულად ბავშვის ყოველ შეხედვაზე, მისი სულის სარკიდან  ტკივილნარევი სიხარული გამოკრთოდა და ნაღვლიანი იმედი მომავლისა...
ამ სცენამ ისე დამატყვევა, რომ დროებით გავშეშდი, შემდეგ კი მივედი ქალთან და მოკრძალებით ვკითხე:
ქალბატონო, თქვენ იცით რა არის სიყვარული?
ქალმა ჩემი სასოწარკვეთილი და გულწრფელი ხმის გაონებაზე მწარედ გაიღიმა და მიპასუხა:
"სიყვარული თავად ღმერთია, სიყვარული სულგრძელია და მშვიდი. მას არ სძულს, არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს და არ განიზრახავს ბოროტს. სიყვარული თავად ღმერთია!
ეს თქვა და ხელები შვილს კისერზე მაგრად შემოაჭდო.

მე კი ვუყურებდი და ნაზად ვისუნთქავდი ნოემბრის ცივ ჰაერს. იმ ცივსა და სუსხიანს, რომელიც ახლა ტკბილად მეჩვენებოდა და გაყინული ხელების თრთოლვას, გულში ჩაბუდებული ნაზი გრძნობა-ალბათ სიხარული მიცვლიდა. ჩემი გული კი გათბა, რადგან მან კი არ მიიღო პასუხი ღვთისა და სიყვარულის რაობაზე, არამედ საკუთარი თვალით იხილა და გულში სითბოდ ჩაეღვარა. იგრძნო, რომ სიყვარული თავად ღმერთია...


    ჰეი მემ, თქვენ იცოდით რომ სიყვარული თავად ღმერთიაა?
      მიპასუხეთ, მემ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები