ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2012


იმატა თოვამ

ქრება ფერები, იმატა თოვამ,
ქარებიც მოჰყვნენ ციურ ციკლონებს.
დღეს ყველაფერმა დაკარგა ფორმა,
დღეს ყველაფერში ვეღარ გიპოვნე...

დევს სითეთრეში მშრალი კლიმატი,
თოვლის ხრაშუნი მესმის შორიდან.
განა ვინ მოვა შენი სიმართლით,
ყველა სტყუოდა ვინც კი მოვიდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები