ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არ არსებული
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2012


გამოფხიზლება აღსასრულის წინ

უსახო ლანდებს ვადევნებ თვალებს,
ვიღაც დაათრევს ჟანგიან ჯაჭვებს...
მტკვარი აღელვებს ზვირთებში დარდებს,
სახრჩობელებად კიდებენ ბაწრებს...
ვიღაცის სახლს კი უნგრევენ კარებს,
ქალის კივილი აშინებს ყვავებს...
მხეცი ილესავს ქუჩაში კლანჭებს,
ბრბო დაემგვანა უსახო მატლებს...
ჯალათი ცეცხლზე ამზადებს შანთებს,
მოხუცებული იკეტავს ფანჯრებს...
ვეღარსად ვხედავ ძველ სალოცავებს,
ვეღარ ვპოულობ ჩვენ წმინდა ხატებს...
აღარ გავურბი საცოდავ ლანდებს,
გამარჯვებულად რომ გრძნობენ თავებს...
ვერ დამალავენ ნიღბებით თვალებს,
ვერ იპოვიან სულისთვის წამლებს...
და თვალებს ვხუჭავ, და ისევ ვახელ,
და ვხედავ სანთლებს მახათას მთაზე...
და იწურება სინათლე ბნელში,
ამ სამყაროსგან არაფერს ველი...
და ჩემ გარშემო ირევა ხედი,
მიწა ირყევა, ინგრევა მთები...
ქრება სამყარო და ყველაფერი,
ვყვირი უაზროდ და ვიკეცები...
და ყველა ერთად, და ყველაფერი,
უსასრულობის მორევში ვქრებით...
და საბოლოოდ წამოვა ცრემლი,
და სიბნელეში დავიკარგები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები