ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2012


-გამქრალი სამყარო-

მოლოდინი უსაფუძვლო როდი იყო. პირველად უნდა შეხვედროდა, ფორიაქს ვერ ფარავდა. 
- უნდა მოვწესრიგდე...   
პერანგი დააუთოვა, სახლი მიალაგა. აბაზანაში შეყოვნდა, ცხელი წყლის ძლიერი  ნაკადის ქვეშ. მერე პირი გაიპარსა, თმებზე ხელი გადაისვა, ხალათი შემოიცვა და სარკის წინ  შეჩერდა. სახეს დააკვირდა. აშკარად სხვაგვარად გამოიყურებოდა. ასეთი მშვიდი და ზედმიწევნით პროპორციული სახე არასოდეს ჰქონია. თვალებში უცნობმა ირეალურობამ დააფიქრა, მაგრამ  ახსნისთვის დრო აღარ დაუკარგავს. სასტუმრო ოთახში გავიდა და ფანჯრიდან უხვად შემოჭრილ მზის სხივებს მიეფიცხა. როდესაც სხეული შეუშრა ის დაუთოვებული პერანგი ჩაიცვა. აუჩქარებლად იკრავდა ღილებს. შარვალი რუხი შეარჩია, ფეხსაცმელები ქამრის ფერი, და სარკეს მიუბრუნდა. ისევ დააკვირდა სახეს და შეამჩნია, რომ ცხვირის წვერი ოდნავ მოხრილიყო, ლოყებიც ჩაცვენოდა.   
- ახლოს არის... პირველად მოდის,ღიმილით უნდა შევხვდე.   
თავი დახარა და რაღაც წაიბუტბუტა. ისევ გახედა თვალებს. ის ძალიან ახლოს იყო. იმდენად ახლოს, რომ სარკე ახლა მხოლოდ თვალებს ირეკლავდა, ისე, თითქოს მისი სხეულიც და სულიც თვალებში მოთავსებულიყოს. 
- როგორც იქნა! აქ არის!  -  ეს თქვა, სწრაფად შეტრიალდა და ტახტისკენ  გადაიწია.  ნაბიჯი ვეღარ გადადგა, სარკის მეშვეობით თავის შეკავება სცადა და ისიც თან გაიყოლა...   
      იატაკზე  ყოველი ნამსხვრევი წამის წინ გამქრალ სამყაროს ისევე ხალისით ირეკლავდა, როგორც  მანამდე სარკე...       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები