ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: თარგმანი
23 ნოემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

Ane Brun - Big In Japan (რაღაცნაირი თარგმანი)

ზამთარი ყინავს ქალაქს შიგნიდან,
კრისტალის ხმლებით ფიფქებს აჯარებს,
თითქოს ქალაქი გამოიშიგნა
და ქართა ტვირთი დააქვთ მანქანებს.
მე აღარ შემრჩა ილუზიები,
გამობრწყინებას რომ კვლავ შევატყობ
შენს თვალებს, - ტალღას, ზაფხულის გზნებით,
რომელსაც ზამთრის სიცივე ათოვს...
რაც დამემართა, ეს შენ დამმართე,
ისტორიაა რაც ახლა უკვე,
შორიდან ვითვლი განვლილ აღმართებს,
დათოვლილ სახლებს, დათოვლილ ქუჩებს...
ვიცი... და ჰა! მეც ვბრუნდები გზაზე,
ვიდრე მათ ძალუძთ ახდენა კვლავაც.
აქ ხომ ძნელია, ერთმანეთს ავცდეთ,
- ერთმანეთს ავცდეთ ქუჩებში. მართლაც,
იაპონია ისე დიდს მაჩენს,
რომ იოლია ასე ლოდინი.
ჰოდა, ქუჩაში მინდა რომ დავრჩე,
ღამის ქალაქში - ქართა ლორდივით.
ჩემი სხეული იცვამს ნეონებს
და მანეკენთა სილუეტები
მიზდევენ ირგვლივ ერთიმეორეს
-განათებულნი უცხო სვეტებით.
ჯობია დავრჩე ამ ზოოპარკში?
თუ ჯობია, რომ ეს თვალთახედვა
და ყუარდღება მივმართო საშიშ
და მახინჯ სცენებს ასე თავხედად?
რაც დამემართა, ეს შენ დამმართე,
ისტორიაა რაც ახლა უკვე,
შორიდან ვითვლი განვლილ აღმართებს,
დათოვლილ სახლებს, დათოვლილ ქუჩებს...
ვიცი... და ჰა! მეც ვბრუნდები გზაზე,
ვიდრე მათ ძალუძთ ახდენა კვლავაც.
აქ ხომ ძნელია, ერთმანეთს ავცდეთ,
- ერთმანეთს ავცდეთ ქუჩებში. მართლაც,
იაპონია ისე დიდს მაჩენს,
რომ იოლია ასე ლოდინი.
ჰოდა, ქუჩაში მინდა რომ დავრჩე,
ღამის ქალაქში - ქართა ლორდივით.




Winter’s cityside
Crystal bits of snowflakes
All around my head and in the wind
I had no illusions
That I’d ever find a glimpse
Of summer’s heatwaves in your eyes
You did what you did to me
Now it’s history I see
Here’s my comeback on the road again
Things will happen while they can
I will wait here for my man tonight
It’s easy when you’re big in Japan

Aah when you’re big in Japan-tonight…
Big in Japan-be-tight…
Big in Japan… ooh the eastern sea’s so blue
Big in Japan-alright,
Pay! — Then I’ll sleep by your side
Things are easy when you’re big in Japan
Oh when you’re big in Japan

Neon on my naked skin, passing silhouettes
Of strange illuminated mannequins
Shall I stay here at the zoo
Or should I go and change my point of view
For other ugly scenes
You did what you did to me
Now it’s history I see
Here’s my comeback on the road again
Things will happen while they can
I will wait here for my man tonight
It’s easy when you’re big in Japan

Aah when you’re big in Japan-tonight…
Big in Japan-be-tight…
Big in Japan… ooh the eastern sea’s so blue
Big in Japan-alright, pay!
Then I’ll sleep by your side
Things are easy when you’re big in Japan

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები