ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეთერთმეტე ჟამის მუშაკი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2012


შენ წყეულო ჩემო ედემო

ღამე წყნარია და სინაზევ  ჩემო ედემო ,
შენი ბრალია ეს სიწყნარე დაუშრეტელი.
ფიქრი  ქარია,ეჰ  ოცნებავ გაუბედელო,
შენი ბრალია დარდი რო მაქვს რკინისმკვეთელი.

სევდა ავია  და  ბოროტო  ჩემო ედემო,
შენი ბრალია ეს სიავე სიავე ავხორცეული,
ოქროს კარია შენი ცრემლი  ქვეგამხედვარე,
მე კი ოქროდან უგზოუკვლოდ გამოქცეული.

ბგერა მწარეა და  ეულო  ჩემო ედემო,
შენი ბრალია ეს სიმწარე  ენისმკვეთელი,
ვერხვის ფარია სიამაყე სხვისი სხეულით,
შენი ბროლება სხვა სრულყოფით გარდამავალი.

დილა ბოღმაა სანუკვარო ჩემო ედემო,
შენი ბრალია ეს სიბოღმე აღმა მავალი,
ცეცხლი ნავლია გრიგალისგან გარდამოსილი
და შენი ტრფობის პოეზია შთამომავალი.

მე მგოსანი ვარ და წყეულო ჩემო ედემო,
შენი ბრალია ეს მგოსნობა ავით მოსილი.
ცრემლი ნავია ცუნამშიაც აღმა მავალი
და სიყვარული ავფერობით გარდამოსილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები