ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2012


სიცოცხლის ნერგი

გაურღვევიათ კლდეებს უფსკრული,
ჩაუყლაპიათ მდინარე შლეგი,
და, ვარსკვლავეთში ხელფეხშეკრული,
ლერწამს მოარხევს სიცოცხლის ნერგი.
აღარ სრულდება მათი ჭიდილი,
თვალებს უკოცნის ღამეს მწვერვალი...
კირთი სულს ბოჭავს – ხმაგაკმენდილი
სული ნებდება, ვითა მხევალი.
მე კი ჯერ არ ვფლობ მძიმე სადავეს,
წინ მელოდება მდინარე შლეგი.
ეს ყველაფერი უნდა გათავდეს! –
ბორკილებს იგლეჯს სიცოცხლის ნერგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები