ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინტიკოზა1997
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2012


ფოთოლი

                                         

და ეშვებოდა ხიდან ნელ–ნელა
და მოდიოდა, როგორც ბუმბული..
მოაშრიალებს ჰაერის ნაკადს...
ნაზად მოაპობს... გალობს ბულბული...
მოდის წიფლიდან, მუხიდან მოდის,
სევდად მოწყვეტა ტოტიდან ისმის..
ემშვიდობება თითქოს მშობელს და
ქვემოთ ეულად და მორცხვად მიქრის...
  აშრიალდება მუხა, წიფელი,
  მოწყდა ფოთოლი, ნალოლიევი,
  სუნთქვა შეეკრათ, ტირილი უნდათ...
  და მოსძახიან მაგნოლიები..
მზემ მიანათა თვალები ურჩი...
გააფერადა ფოთოლი მწვანე,
შეღება ყვითლად, ალისფრად, ლურჯად
და მოჰკიოდა ფოთოლი ღამე..
სინესტე იგრძნო, თბილი და ახლო,
შვება მიეცა სევდას, მშობლიურს,
მიწას შეერთო მოწყვეტით, უთქმოდ...
მიწას – სიცოცხლეს, მიწას – ბიბლიურს..
და სუსტმა სიომ სული შთაბერა...
ბოლოჯერ იგრძნო, რომ ფეთქავდა ტყე..
სუნთქავდა, უხმოდ, ტკივილით, დარდით..
გახდა ფოთოლი დუმილის ტყვე..
ისევ გაბმულად კიოდა ჭოტი...
ცრიდა.. ეულად ჩურჩულებს მთვარე...
მიწა სველია, ტყე – განაბული...
ჩამოწოლილა ბნელეთის ღამე..
    ეს ლექსი პირველია 3 წლის შესვენების შემდეგ... გთხოვთ შემიფასოთ :)) 3 წელია არაფერი დამიწერია.. ეს ლექსი 14 წუთში დავწერე კიბის ბოლო საფეხურზე ჩამომჯდარმა :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები