ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2012


ლექსი პირიქით მწერდა თვითონა

–მაშინ მე ლექსებს მართლაც არ ვწერდი,
ლექსი პირიქით მწერდა თვითონა,
თავში ლექსებით სავსე ტომრები
ვერ ეტეოდა, ხელს მაცვიოდა.
ხელიდან კალამს, კალმიდან ფურცელს
გადადიოდნენ ჯარისკაცივით,
თავის თავს თვითონ ამზეურებდნენ,
არ მჭირდებოდა გარჯა და ფიქრი–.
მე არ ვიცოდი, როცა გავიგე,
ეს ლექსი უკვე გამოსცდა წიაღს,
იგივე განცდა, რაც ოდეს მქონდა,
დაუფლებია, თურმე, ტიციანს.
–დიახ, მე თვითონ კი არა ვწერდი,
ლექსი პირიქით მწედა მაშინა–,
ბედნიერი ვარ, რაღაცა წამით
მე ალბათ, მისმა სულმა დამჩრდილა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები