ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა გრიგოლია
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2012


მეზღვაური (ლ.–ს ხსოვნას)

იმ დღეს საშინელი თავსხმა იყო,
დედამიწა ზეცას წარმოუდგენლად დაშორდა,
მთვარემაც გვერდი იცვალა,
შენ კი საკუთარმა თავმა დაგღალა და
წასვლა გადაწყვიტე,
მზეც მიიცვალა...

ვერ ხვდებოდი, რა იყო ბედისწერა,
მაგრამ მაინც გაურბოდი მას.
შენ ხომ ყველაზე მამაცი მეზღვაური იყავი
უკიდეგანო ზღვაში...
თითქოს ცხოვრებამ გაგრიყა,
მერე მუხლი მოგიდრიკა და
პატიება გთხოვა,
მაგრამ, ვერ აპატიე...

იმ დღეს საშინელი თავსხმა იყო,
ტალღები წვერებზე დგებოდნენ,
რათა ქერუბიმივით მოცურავე ღრუბლემს მიწვდომოდნენ...
აფრა დაიხა,
ქარი არ ცხრებოდა,
შენ კი მიდიოდი
ი ა ნ გ უ ლ ი ვ ი თ
წინ და გული უკან გრჩებოდა...
მაშინ მიხვდი, რა იყო ბედისწერა,
ოდნავ გაგეღიმა
და წარსულთან ზავი დადე,
რომ ისეთივე დარჩებოდი,
როგორიც იყავი _
მარად ახალგაზრდა...

დღეს ისევ თავსხმა წვიმაა,
დაორთქლილ მინაზე შენს სახელს წერენ...
მეზობლის ოთახიდან კი პიანინოს კლავიშები კვნესიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები