რა ლამაზია მკვდარი შემოდგომა, მის ტახტზე დამჯდარ ზამთრის ჩამოთოვა, წვიმიან ღამეს ფანჯარასთან დგომა, იმის გაფიქრება რომ სადღაც მოთოვა...
მუდამ წარმოსხვა თვეების ლანდების, ფიქრების ბადეში რომ გაიბლანდები, კვლავ აფრიალება ოცნების ფარდების, ჩუმად შეიღება ახალი კარები...
გააპიროვნებ ორ თვეს მიჯნურებად, ნოემბრის სახეზე ცრემლი ჩამოდნება, დეკემბერი აქცევს იმ ცრემლს კრისტალებად, ჩანს ეს სიყვარული გახდება ოცნება...
ნოემბრის ქალის სახე დეკემბერს ებუტება, საყვარელ ქალს მიჯნური ზურგს უკან დაუდგება, ბიჭი ხელებს მოხვევს, მაგრად ეხუტება, მათ შორის სხვა უკვე ვეღარც კი ჩადგება...
ოქროსფერი გოგო ბიჭისკენ მობრუნდება, თვალებში ახედავს და კვლავ ატირდება, ბიჭს მის შეხედვაზე კოცნა მოუნდება, აკოცებს თუ არა გოგო სადღაც ქრება...
ნეტავ მეც ვიცოდე ასე სიყვარული, ნეტავ მეც შემეძლოს ერთი დღით ცხოვრება, ნეტავ მეც ვუყვარდე ვინმეს მართლა გულით, ნეტავ ვის არა აქვს მსგავსი რამ ოცნებად?..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვაფასებ შენს იუმორის გრძნობას <3 ვაფასებ შენს იუმორის გრძნობას <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|