რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ, ისევ მენატრება შენი სიახლოვე, მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო, ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.
უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი, კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით, მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.
თითქოს ბავშვი ვიყო, ისე მეტირება, იცი, წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე, არის უსარგებლო ყველა შეპირება, მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.
ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები, გახდა სისულელე - ასი მილიარდი, წამო, შევიშალოთ, როგორც პოეტები, ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.
წამო, თორემ ეს ცა ისე გაიბურა, სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან, წამო, გეხვეწები, მინდა ძველებურად სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომეწონა მე..+++ მომეწონა მე..+++
7. (Hემო კარგო ნაია)არ ვთვლი საHიროდ ყველამ იცოდეს ვინ არის მომეხასიათა ,რაც შეეხება ლექსს ოთარ მართალი ხარ ნიკას ლექსია და უზომოდ მიყვარს <3 (Hემო კარგო ნაია)არ ვთვლი საHიროდ ყველამ იცოდეს ვინ არის მომეხასიათა ,რაც შეეხება ლექსს ოთარ მართალი ხარ ნიკას ლექსია და უზომოდ მიყვარს <3
5. ნაცნობი ლექსია.. ლექსის მიქსიც არსებობს? )))) ნაცნობი ლექსია.. ლექსის მიქსიც არსებობს? ))))
4. მომეხასიათა არ ვიცი ვინაა, მაგრამ ლექსი რომ ნიკასია ეგ ვიცი, მოსმენილიც მაქვს ავტორის ხმით... მომეხასიათა არ ვიცი ვინაა, მაგრამ ლექსი რომ ნიკასია ეგ ვიცი, მოსმენილიც მაქვს ავტორის ხმით...
3. მართალი ხარ ოთარ, მეც მაგის თქმას ვაპირებდი ეხლა. მაგრამ რა იცი ვინაა მომეხასიათა? მართალი ხარ ოთარ, მეც მაგის თქმას ვაპირებდი ეხლა. მაგრამ რა იცი ვინაა მომეხასიათა?
2. ნიკა ჩერქეზიშვილია თუ არ ვცდები ამ ლექსის ავტორი. ნიკა ჩერქეზიშვილია თუ არ ვცდები ამ ლექსის ავტორი.
1. ვერაფრით ვიხსენებ, ვინ არის ამ ძალიან კარგი და ძალიან ცნობილი ლექსის ავტორი:) ვერაფრით ვიხსენებ, ვინ არის ამ ძალიან კარგი და ძალიან ცნობილი ლექსის ავტორი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|