გულისცემა ნება-ნება მივუშვი, უნებურად ავედევნე ტაეპებს, უშენობის მენიუ მაქვს... დღიურში ხელი მელნით კოქტეილებს აკეთებს.
ფეხაკრეფით გადავუვლი მძინარ ხიდს, სიმშვიდისფერ ნაჩვევ მანდილს მოვისხამ, საწვიმარწამოფარებულ ბინაში დავყრი დარდებს, გამოფიტულს... დროისგან
გადმომედო სუნთქვა არითმიული, აღარ ვითვლი ისრებშემჭკნარ საათებს, დუმილია ახლა ჩემი დღიური, გავბედავ და ლექსთან წავიკამათებ.
მეტყვის, გატყობ უძილობის სიმძიმემ, ნაოჭებით დაგიმძიმა თვალები, მოიშორე ფიქრის ბუდე ტვირთმძიმე, თორემ, მალე აღარ შემებრალები,
შეიძლება სულ დავმუნჯდე, შენს შიგნით ჩავიკარგო, ჩავიკირო, გავქვავდე, იქნებ, მერე, აღარ გერქვას შეშლილი, ან სრულებით განიავდე, გაქარდე.
იქნებ, შეძლო ალმოდებულ კაეშანს შეუნაცვლო სიმყუდროვე ღვთიური... ჩემი გზები მოლოდინებს გაექცნენ, გადმომედო სუნთქვა არითმიული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. http://www.youtube.com/watch?v=UQlFOX0YKlQ http://www.youtube.com/watch?v=UQlFOX0YKlQ
2. ამჯერად ვისი ლექსი მოგეხასიათათ?:) ლექსი გადასარევი, რა თქმა უნდა. ამჯერად ვისი ლექსი მოგეხასიათათ?:) ლექსი გადასარევი, რა თქმა უნდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|