ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეთერთმეტე ჟამის მუშაკი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2012


ბაბილონი

ამონათდა ოქროსფერი ვარსკვლავები,
მე კვლავ შენი გამოხედვა მელანდება,
ამოქუხდა ცეცხლისფერი გაზაფხული,
ისევ შენთან განშორება მედარდება.

ცისკრის ლოცვას უცნაურად ტორავს ქარი,
ალისფერად მოქცეულა ლურჯი ზეცა,
ამოდუღდა მომაკვდავი სიყვარული,
გულზე ისევ სანატრელი დარდი მეცა.

ახსარებით გაუმაძღარ უკვდავ ღამეს,
უცნაურად ათოვს ფიქრი ჩემი მწვავე,
ამოდუღდა ლუციფერის შემოდგომა,
სახლში მისვლა დღეს მე აგარ დავიბარე.

მივადექი ოცნებების სასაფლაოს
და უეცრად საფლავისკენ წამცდა სული,
ამოქუხდა ცრემლიანი თებერვალი,
აქაც ჩემი ოცნებაა დამარხული...

მარტის დილა დღეს უშენოდ აღარ ყვავის,
ოცნებების სასაფლაოს მელის ბინა,
ამოდუღდა ჩემს ფიქრებში ჯოჯოხეთი
და ეშმაკმაც სამარეში ჩამაწვინა.

უმალ გაჩნდი ჩემ სიზმრებში,როგორც ღმერთი,
სასაფლაო  ბაბილონად ჩამოიქცა,
ამოქუხდა სიყვარული და ეშმაკი
აღსარების საიდუმლოდ გადაიქცა.

მე იმწამსვე შეგიცანი,როგორც წმინდა
და სიყვარულს მივესწრაფი ახლაც მალულს,
ამობრწყინდა გაზაფხული და უშენოდ
მივივიწყებ მე ოცნებებს გადამალულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები