 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 4 დეკემბერი, 2012 |
ლოთიანი ბაღდადურის ალიონს, ესალმება სირაჯი და ურია, იასამნით აფეთქებულ ქალაქში, სიყვარულიც რარიგ საამურია.
ნარიყალაც როგორ გაბრწყინებულა, მოინელა სპარსი, “ყრუ” და არაბი, თბილისი ხომ ზღაპარია მთლიანად, ეს ციხე კი, მისი ნაარაკარი.
რუსთაველზე ვისეირნებ დღე და ღამ, მისი სუნთქვით გადავწყვიტე გათბობა, ქართლის დედას მე შევუვსებ ფიალას, მომენატრა მასთან ერთად დათრობა.
მთაწმინდიდან დაგილოცავ სამებას, სიონიდან ანჩისხატის ხატობას, ღვთისშობელის მადლი ყველას გეწიოთ, სულს სიმშვიდედ ანგელოზთა გალობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რუსთაველზე ვისეირნებ დღე და ღამ,
:( რუსთაველზე ვისეირნებ დღე და ღამ,
:(
3. არაფერს, ჩემო კარგო, გთხოთ, ხშირად გაგვანებივრე შენი ლამაზი ლექსებით :) არაფერს, ჩემო კარგო, გთხოთ, ხშირად გაგვანებივრე შენი ლამაზი ლექსებით :)
2. მადლობა მაკუშკები :) მადლობა მაკუშკები :)
1. ძალიან ლამაზი ლექსია!!! თბილისური სულით დაწერილი :) ყოჩაღ, ლევან, ძალიან კარგი ხარ! ++++++++ ძალიან ლამაზი ლექსია!!! თბილისური სულით დაწერილი :) ყოჩაღ, ლევან, ძალიან კარგი ხარ! ++++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|