ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2012


უპრეტენზიო ლექსი

ჩვეულებრივი მოთენთილობით ხვდები ამ ღამეს,
მნიშვნელობა ხომ სხვანაირ ფორმას  არ აქვს ისედაც,
ჯერ არ დაწყებულ გათენებებმა უკვე დაგღალეს,
ფიქრობდე,გრძნობდე,განიცდიდე უნდა ვისზედაც,
მოკლებულია ახლა გონება რამის ინტერესს,
სულ არ გადარდებს იგივე იგრძნო  შენამდე თუ სხვამ,
რასაც ახლა გრძნობ,მოგონებებმა გადაიმტერეს
დრო მომავალი,სისხლი გაუშრეს და ნერვებს უსხამ.
დევს მაგიდაზე შემორჩენილი ხილი და ლუდი,
ადამიანებს ემსგავსებიან ლანდები ნისლის,
ხანდახან სხვისი ძიების დროსაც არ არის ცუდი,
როცა მარტო ხარ და ხელს ამაში არავინ გიშლის.
ამ სიბნელეშიც სავალი მკვეთრად დასანახია,
სავსეა ზეცა,არსად აქვს ბზარი,არსად ნაკერი,
თუმცა ნაბიჯი ფეხქვეშ გიწყდება და რახანია
ცოცხალთა სიას შენი თავიც რომ გამოაკელი.


4.21.2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები