 | ავტორი: კახელი ჟანრი: პროზა 6 დეკემბერი, 2012 |
ვაჟკაცებს ომი გვამშვენებს, მტრის ტანში ხმლისა ტრიალი, მტერს ჩვენი სისხლი სწყურია, არ უნდ ვახაროთ ტიალი. 1834 წელი, მწარე ჟამი იდგა საქართველოში, რუსეთის მფარველობა დღითიდღე უფრო ემსგავსებოდა ბატონობას და სწორედ ამ პერიოდში შალიკაშვილების ოჯახში გაჩნდა ბიჭი, სახელად გიორგი. დედამისი მარიამ ჯავახიშვილი მშობიარობიდან რამოდენიმე თვეში მოურჩენელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. თავად ლევან შალიკაშვილს, გიორგის მამას, ევალებოდა გლეხებისგან გადასახადი აეკრიფა და რუსეთის პოლკოვნიკისთვის მიერთმია. ერთლ მოურავმა თავადს ამბავი მოუტანა, რომ ერთ–ერთი გლეხის ოჯახში მამასახლისი გარდაიცვალა და თანხის გადახდას ვერ შესძლებდნენ, მაშინ ლევანმა თავისი ჯიბიდან ამოღებული ფული გაატანა მოურავს პოლკოვნიკთან. მეფის რუსეთის წარმომადგენელმა ეს ამბავი გაიგო და თავადს თავისთან მოუხმო. – ბატონო ლევან თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ მდაბიორებთან ლმობიერი მოპყრობა არ შეიძლება, ისინი ხარებს გვანან, მათრახს თუ არ დაარტყავ საქმეს არ გააკეთებენ! – მიუგო პოლკოვნიკმა და თან დამცინავად გაიღიმა. – მე ისე მოვიქეცი, როგორც ადამიანობამ და ჩემმა რწმენამ მიკარნახა. – თქვენი რწმენა გეუბნებათ: „მიეცით კეისარს კეისრისა“, ახლა თქვენ წახვალთ და იმ ოჯახს აიძულებთ გადასახადი გადაიხადოს, თუ არა და დასაჯეთ ისინი, მდაბიორის ტყავი როზგს უნდა შეეჩვიოს. – უკვე მკვახე ხმით გასცა ბრძანება პოლკოვნიკმა. – თქვენ ვერ გებულობთ ბიბლიის სიტყვებს სწორად, მე ვერავინ მაიძულებს გავროზგო ქვრივი ქალი, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს აღსაზრდელი – მიუგო ლევანმა და თავისი ფიცხი სიტყვების საპასუხო სასჯელს დაელოდა. – როგორ ბედავთ მეფის წარმომადგენელს შეეწინააღმდეგოთ –დაუყვირა პოლკოვნიკმა თავადს და მისი დაპატიმრება ბრძანა. ლევანს ბრალი დასდეს მეფის რუსეთის ღალატში და საზეიმოდ ჩამოახრჩეს, ხოლო მის ოჯახს ჩამოართვეს მთელი ქონება და რუსეთის ჯარს გადასცეს. მას შემდეგ გიორგის პაპამისი ზრდიდა. მწარე ბავშვობის მიუხედავად გიორგი ნამდვილ ვაჟკაცად ჩამოყალიბდა, ყველაზე მეტად ვერ იტანდა ადამიანთა ჩაგვრას,ამის გამო ბევრჯერ ჩხუბიც მოუვიდა თანატოლ ბიჭებთან, პაპამისი როდესაც ნაცემ შვილიშვილს ნახავდა, პირველ რიგში ჩხუბის მიზეზს გამოჰკითხავდა და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტდა დაეტუქსა თუ არა. 17 წლის იყო გიორგი, როდესაც პაპამისს სიბერემ უწია და ლოგინად ჩავარდა. შვილიშვილი მოიხმო პაპამ და ამბის მოყოლა დაიწყო: – როცა მე შენსავით ახალგაზრდა ვიყავი ქართლ–კახეთში მეფედ დიდი ერეკლე იჯდა, ქართველები ხმალს არ ვაგებდით ქარქაშში, მდინარეები სისხლით იყო შღებილი. მეც ბევრ ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა და ერთხელაც ბრძოლის შემდეგ მოხუცებულ მეფესთან მოვხვდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მეფემ თავისთან მიმიხმო. მან მკითხა რამდენი მეომარი მოვკალი, მე მივუგე, რომ სამი ან ოთხი გამოვასალმე სიცოცხლეს. შემდეგ მითხრა მეტის გაკეთება რატომ ვერ შესძელი სამშობლოსთვისო, მე გამიკვირდა და ვერაფერი ვუპასუხე, მაშინ მან მომიგო რომ სიკვდილს გამარჯვება არ მოაქვსო. მე ვერ მივხვდი მისი სიტყვების აზრს, მაგრამ ვერ გავუბედე რამის კითხვა. ეხლა ვაკვირდები ხალხს და ვხვდები რისი თქმაც უნდოდა, მარტო ხმლით ვერაფერს გახდება დამიანი ჭკვიანი მტრის წინააღმდეგ. შვილო გადახედე ჩვენს ისტორიას, განა ყოველთვის ვიგებდით ბრძოლებს, რამდენჯერ დავმარცხებულვართ, რამდენჯერ დაუპყრიათ საქართველო, მაგრამ ბოლოს მაინც ვახერხებდით განთავისუფლებას, იცი როგორ ვახერხებდით ამას? არ ვივიწყებდით რომ ქართველები ვართ! თავისუფლება ყველაზე დიდი რამ არის ამ ქვეყანაზე კაცი არ უნდა შეუშინდეს ხმალს, მას ფუფუნების უფრო უნდა ეშინოდეს, რადგან ხმალი გაახსენებს, რომ მისი სამშობლო მტერს უკავია, ხოლო ფუფუნებაში დაბრმავდება და სული გადაუგვარდება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ხო შემშილია დავითის მაგივრად გიორგი უნდა დამეწერა დავითი სხვა ნაწარმოების გმირია და ალბათ თავიდან წერისას ამერია სახელი ხო შემშილია დავითის მაგივრად გიორგი უნდა დამეწერა დავითი სხვა ნაწარმოების გმირია და ალბათ თავიდან წერისას ამერია სახელი
2. მომეწონა. სახელები მგონი მართლაც აგერიათ და რამდენიმე შეცდომაც გაგეპარათ. გადახედეთ ტექსტს. წარმატებები მომეწონა. სახელები მგონი მართლაც აგერიათ და რამდენიმე შეცდომაც გაგეპარათ. გადახედეთ ტექსტს. წარმატებები
1. უკაცრავად თავიდან დავითი დაარქვით და მერე გიორგით მოიხსენიებთ. თუ მე ვერ გავიგე სწორად რამე
რაც შეეხება აზრი სწორია ,ზომიერი გაჭირვება ადუღაბებს ამაგრებს ერს. ხვალ ყველას სათითაოდ მილიონი რომ მოგვცენ, ქართველებს ბუნდღა აღარ იქნება. ++ უკაცრავად თავიდან დავითი დაარქვით და მერე გიორგით მოიხსენიებთ. თუ მე ვერ გავიგე სწორად რამე
რაც შეეხება აზრი სწორია ,ზომიერი გაჭირვება ადუღაბებს ამაგრებს ერს. ხვალ ყველას სათითაოდ მილიონი რომ მოგვცენ, ქართველებს ბუნდღა აღარ იქნება. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|