 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 7 დეკემბერი, 2012 |
ნიკ დ’ანჯელომ ხმამაღლა დაამთქნარა და გვერდით მაგიდაზე გადაწოლილ ჯეფ ფორეტს ბოხი ხმით გასძახა: -გაიღვიძე, ჯეფ, სანადიროდ მივდივართ. ჯეფმა ოდნავ გამელოტებული თავი მაგიდიდან გაჭირვებით აიღო და ამღვრეული, ჩაწითლებული თვალებით შეხედა დ’ანჯელოს. -ძალიან ცხელა, ნიკ, ჩვენ კი უსაქმურობისგან ვკვდებით. დ’ანჯელომ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, ოთახში ტელეფონი აწკრიალდა. ზანტად გაიშვირა ხელი ყურმილისკენ, ნელა მიიტანა ყურთან და ჩასძახა: -დ’ანჯელო გისმენთ. ხო...დიახ...სად მოხდა ეს შემთხვევა?-წყვეტილად ისმოდა მისი მონოტონური ბუტბუტი. ჯეფ ფორეტს ინტერესი უორკეცდებოდა. -რა მოხდა?-სხაპასხუპით მიაყარა სიტყვები, როგორც კი ნიკმა ყურმილი დაკიდა. -ისეთი არაფერი, პირველადი მონაცემებით სამარშრუტო ავტობუსი ჰაივეის ჩქაროსნულ ტრასაზე გადაიჩეხა, როგორც ჩანს მძღოლს ჩაეძინა. სამწუხარო ისაა, რომ მანქანა მის შიგნით მყოფებიანად მთლიანად დაიწვა. ჯეფ ფორესტი უკმაყოფილოდ წამოიზლაზნა ფეხზე. -მაგრამ ჩემი აზრით რაღაც ხდება აქ, ნუ მოიწყინე, მეგობარო. ადგილზე მივალთ და ყველაფერს იქ გავარკვევთ.
ოციოდ წუთში ჯეფ ფორესტი და ნიკ დ’ანჯელო შემთხვევის ადგილზე იყვნენ. გზა , სადაც მანქანა გადაიჩეხა, მთაზე იყო აგებული და დაახლოებით სამასორმოცდაათი მეტრის სიმაღლიდან ხეობას გადაყურებდა. მანქანას დამცავი ჯებირი გაერღვია და უფსკრულში გადაშვებულიყო. იქ მათ, მაღალი ბრიყვული გარეგნობის კაცი დახვდათ, როგორც თავად ახსნა, სიტუაციას სრულად განაგებდა. -ლეიტენანტი ჯონ ზიმელსკი-ასე წარადგინა თავი. -გამომძიებელი ნიკ დ’ანჯელო. ეს ჩემი ასისტენტია, გამომძიებელი ჯეფ ფორესტი. -კარგია, რომ მოხვედით ნიკ, თუმცა უნდა გითხრათ, რომ გამოსაძიებელიც არაფერია აქ. მანქანა მთელი სისწრაფით მოქროდა, მუხრუჭიც არ გამოუყენებია, ისე გადაეშვა ხრამში. მძღოლის პასუხისმგებლობა დადგება აუცილებლად, თუ, რა თქმა უნდა, გადარჩა.-კმაყოფილი ტონით ახსნა ზიმელსკიმ. -ძალიან ჩქარობთ, ლეიტენანტო ზიმელსკი,-ნიკის ხმაში დამცინავი ტონი ჭარბობდა-ვშიშობ ისე არ უნდა იყოს საქმე , როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. ქვემოთ ჩავიდა ჯგუფი? -ჯერ არა, რთული რელიეფია, წუთი-წუთზე ჩავლენ,-ნირშეცვლილი ხმით გამოეპასუხა ზიმელსკი. -ნუ მიბრაზდებით, ლეიტენანტო, ნიძლავს ჩამოვდივარ, ეს გამიზნული მკვლელობაა. რა არის იქეთ?-დ’ანჯელომ ხელი გზის იქეთ ტყით დაფარული მთის ზოლისკენ გაიშვირა. -ტყეა.მეცხვარეები აძოვებენ ცხვარს.სიღრმეში საკმაოდ დიდი მდელოა. -ძალიან კარგი, ძალიან კარგი,-თავისთვის ჩაილაპარაკა ნიკმა-შევძლებთ იქ გადასვლას? -აქ?-ზიმელსკი აშკარად დაბნეული ჩანდა,ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, ვერ გაეგო რა უნდოდა ამ უცნაურ კაცს ტყეში ცხვრებთან. -ბატონო ზიმელსკი, თქვენი აზრით ამ დაკნაკლილ გზებზე ჩაძინება ან ყურადღების მოდუნება შესაძლებელია?-ეს ჯეფი იყო.-„მერსედესის“ მძღოლი სადაა? როგორც გავიგე, ავტობუსს სწორედ ის მოსდევდა ფეხდაფეხ და მან დარეკა პოლიციაში. ზიმელსკი უხმოდ გატრიალდა და მალევე დაბრუნდა ახალგაზრდა წყვილთან ერთად. ბიჭი სადღაც 20-22 წლის იქნებოდა, გოგონას 16 წლისაზე მეტს ვერ მისცემდით. -კევინი და სიუზი, როგორც ჩანს ტყეში განმარტოება გადაწყვიტეს,-წარადგინა ზიმელსკიმ წყვილი. -კევინ, ავტობუსს რამდენი ხანი მისდევდით?-კითხა ჯეფმა. -ალბათ ნახევარი საათი, საკმაოდ სწრაფად მიქროდა,-ბიჭი როგორც ჩანს შეშინებული იყო. -საეჭვო არაფერი შეგიმჩნევია? აი, ვთქვათ, მანქანა როგორ მოძრაობდა? -როგორც ვთქვი, სწრაფად, მოსახვევებშიც ვერ ვუგებდი მანძილს. არ ვტრაბახობ , მაგრამ საკმაოდ კარგად დამყავს. ერთგვარ აზარტშიც კი ჩამაგდო. თან სიუზიც გვერდში მეჯდა და... -ოკ. რაიმე ხმაური ხომ არ გაგიგონია, სანამ ავტობუსი გადაიჩეხებოდა? -კიდეც რომ ყოფილიყო, ვერ გავიგონებდი, მაგნიტოფონზე ბოლომდე მქონდა აწეული ხმა. -კარგი.თავისუფალი ხარ. გოგო ახლავე მიიყვანე სახლში, კევინ. შენს ტელეფონს ზიმელსკი ჩაიწერს. -წავედით ჯეფ, დროს ნუ ვკარგავთ, ერთ საათში დაღამდება. მინდა გაღმა მხარე დავათვალიერო. ძვირფასმა ზიმელსკიმ ერთი ადამიანი მომამაგრა ვინც გზას გვიჩვენებს,-ნიკი დ’ანჯელო ამ სიტყვებთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. -დარწმუნებული ხარ?-ჰკითხა ჯეფმა,როდესაც გვერდით უჯდებოდა. -თითქმის. აქ ცალმხრივი გზაა, ჯეფ, მძღოლი, როგორც ჩანს, მიჩვეული იყო დიდი სისწრაფის განვითარებას ამ მონაკვეთზე. წავიდეთ მთებში, სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ, ამ დროს ზიმელსკიც დარეკავს.
* * * * *
დიდმა, შავმა „ლინკოლნმა“ მრავალწლოვანი ხეებით გარშემორტყმული გზა ის-ის იყო აივაკა, რომ წინ საკმაოდ დიდი სივრცე გადაიშალა. ეს იყო მოზრდილი მინდორი, რომელზეც აქა-იქ განლაგებული რამდენიმე კოტეჯი, მეცხვარეების მიერ ღამის გასათევად აშენებული სამიოდე ქოხი და ცხვრის დასაბინავებელი დიდი ფარეხი მოჩანდა. მანქანამ გეზი ერთ-ერთი ქოხისკენ აიღო და როდესაც გაუსწორდა, გაჩერდა. ნიკი, ჯეფი და მათი თანხმლები კიდევ ერთი ადამიანი სწრაფად გადმოვიდნენ მანქანიდან და ქოხისკენ გაემართნენ. -ჯეფ, მინდა გითხრა , რომ სიამოვნებით გავატარებდი ერთ კვირას აქ, ყველასგან მივიწყებულ მხარეში. საინტერესოა, კოტეჯებს თუ აქირავებენ.-აღტაცებული ლაპარაკობდა ნიკ დ’ანჯელო და ხარბად ისუნთქავდა სუფთა ჰაერს.-ხომ აქ იქნება ის მეცხვარე, ვისზეც წეღან ვლაპარაკობდით?-მიუბრუნდა ნიკი ახალგზარდა პოლიციელს, რომელიც მათ ზიმელსკიმ გზის გასაგნებად გამოაყოლა. -აქ უნდა იყოს,-უპასუხა მან და ქოხის მისამართით ხმამაღლა დაიღრიალა-ჰეი, პიტერ, გამოდი გარეთ, სტუმრებისადმი მეტი პატივისცემა გმართებს. ქოხის კარი როგორც იქნა გაიღო და იქედან ის გამოვიდა, ვისაც სავარაუდოდ პიტერს უწოდებდნენ. ეს იყო წელს ზემოთ შიშველი, გაქუცულ ჯინსის შარვალში გამოწყობილი, თვალებჩასისხლიანებული, საშუალო სიმაღლის ჭუჭყიანი ინდივიდი. პიტერი ბარბაცებდა, როგორც ჩანს საკმაოდ გადაეკრა. რაღაც მისალმებისმაგვარი ამოილუღლუღა და სტუმრებს მომლოდინე მზერით შეაჩერდა. -ესენი გამომძიებლები არიან: ნიკი დ’ანჯელო და ჯეფ ფორესტი, შენთან რამდენიმე კითხვა აქვთ, პიტერ,-აუხსნა საქმის ვითარება პოლიცილემა. პიტერი მოულოდნელად გამოფხიზლდა. -მე არაფერი დამიშავებია. ცხვარს ვმწყევსავ,-შეუღრინა სტუმრებს და უკან ქოხისაკენ გადადგა ნაბიჯი, თუმცა ჯეფი სწრაფად გაჩნდა ქოხის კარსა და პიტერს შორის: -მომისმინე, არამზადავ, არ მინდა ვიუხეშო,-ღიმილი შეანათა ჯეფმა პიტერის ბრაზისგან ანთებულ სახეს. -ჯეფ, წავიდეთ, ხვალ აქ აუცილებლად ორდერით დავბრუნდებით და მერე პიტერს თავის ცხვრებზე ფიქრი გისოსებს მიღმიდან მოუწევს. იმედია, მოგეწონება, პიტერ,-დ’ანჯელო ცინიკურად უყურებდა მეცხვარეს და თავს ძლივს იკავებდა , რომ ხმამაღლა არ გაეცინა. -რა გინდათ?!-უცებ მოლბა პიტერი. -არაფერი გაგიგია „ჰაივეიზე“ მომხდარი უბედურების შესახებ?-ჰკითხა ნიკმა. -რადიოში მოვუსმინე ერთი საათის წინ. მე ჩემი საქმე მაქვს. მაგ ამბავთან რა საერთო უნდა მქონდეს? -პიტერ, არც ისე სულელი ხარ, როგორადაც თავს გვაჩვენებ. მოდი პირდაპირ დავიწყებ, დღეს აქ ვინმე შეამჩნიე? პიტერი ერთ ხანს დუმდა. ალბათ გულში აწონ-დაწონა მოსალოდნელი შედეგები და ბოლოს ამოღერღა: -კი. დილიდან ტრიალებდა აქ ერთი ადამიანი. აი იქ, კოტეჯში ცხოვრობდა,-პიტერმა ხელი ოთხასიოდე მეტრით დაშორებულ, განმარტოებით მდგარ კოტეჯისკენ გაიშვირა. -ზუსტად აღმიწერე. რას აკეთებდა აქ? -მე შორიდან დავინახე მართალი გითხრათ. წითელი „ფორდით“ ამოვიდა. ტყეში დაბოდიალობდა, ზურგზე ჩანთა მოგდებული. რას აკეთებდა ვერ გეტყვით. საკმაოდ დიდი თმა და წვერი ქონდა. საშუალო სიმაღლის იქნებოდა, ასაკი? რა გითხრათ, შორიდან რაც ჩანდა ასე 34-38 წლის იქნებოდა. -კარგი. პიტერ შეგიძლია წამოგვყვე და ისეთი ადგილი გვაჩვენო ტყეში, საიდანაც კარგად მოჩანს გზის ის მონაკვეთი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა? მერე იმ კოტეჯშიც შევიაროთ. -როგორც ჩანს ზიმელსკის ვეფხვებმა ხრამის ფსკერზე ჩააღწიეს-ამ სიტყვებთან ერთად ნიკმა მოწკრიალე მობილური ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ხმამაღლა ჩასძახა: -გისმენ, ჯონ!-ერთხანს უსმენდა, შემდეგ კი, როდესაც ტელეფონი გათიშა საზოგადოებას მიუბრუნდა და უკვე სულ სხვა ტონით ჩაილაპარაკა. -იქ ყველა დამწვარია, მხოლოდ ძვლების გროვა და თავის ქალებია, ერთადერთი განსხვავებით. ავტობუსს ოცდახუთწლიანი სტაჟის მქონე გამოცდილი მძღოლი, 53 წლის ვალტერ როისი მართავდა. მის თავის ქალაში მსხვილ კალიბრიანი ტყვიით დატოვებული უზარმაზარი ნახვრეტია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. интересно (:
5 და გააგრძელე интересно (:
5 და გააგრძელე
8. დეტექტივისთვის რაც სახასიათოა ყველაფერი აქვს. კარგი დაწყებაა, მაგრამ გაგრძელება უნდა. მძღოლს ესროლეს, მანქანა გადავარდა, ხალხი დაიხოცა. ვინ იყო მკვლელი? ვის რას უშლიდა ეს კაცი? ვფიქრობ, ალბათ ბევრს აწყობდა მისი სიკვდილი: ერთს შურისძიების მოტივით., მეორეს მემკვიდრეობის მიღების სურვილით. მესამე უბრალოდ მანიაკია და ხალხს ხოცავს. მეოთხე მოწმეს იშორებს, მეხუთე ცოლის საყვარელს და ასე შემდეგ.. ყველას მეტ-ნაკლები ალიბი აქვს. ნეტა როგორ ამოიცნობს გამომძიებელი ვინ არის მკვლელი?
კარგი დაწყებაა. ერთი შენიშვნა მაქვს. სჯობს სიუჟეტი მკითხველისათვის ნაცნობ ადგილას ვითარდებოდეს და გმირებს ნაცნობთა სახელები ერქვას. ამს უფრო იღებს მკითხველი და უფრო გულთან მიაქვს. დეტექტივისთვის რაც სახასიათოა ყველაფერი აქვს. კარგი დაწყებაა, მაგრამ გაგრძელება უნდა. მძღოლს ესროლეს, მანქანა გადავარდა, ხალხი დაიხოცა. ვინ იყო მკვლელი? ვის რას უშლიდა ეს კაცი? ვფიქრობ, ალბათ ბევრს აწყობდა მისი სიკვდილი: ერთს შურისძიების მოტივით., მეორეს მემკვიდრეობის მიღების სურვილით. მესამე უბრალოდ მანიაკია და ხალხს ხოცავს. მეოთხე მოწმეს იშორებს, მეხუთე ცოლის საყვარელს და ასე შემდეგ.. ყველას მეტ-ნაკლები ალიბი აქვს. ნეტა როგორ ამოიცნობს გამომძიებელი ვინ არის მკვლელი?
კარგი დაწყებაა. ერთი შენიშვნა მაქვს. სჯობს სიუჟეტი მკითხველისათვის ნაცნობ ადგილას ვითარდებოდეს და გმირებს ნაცნობთა სახელები ერქვას. ამს უფრო იღებს მკითხველი და უფრო გულთან მიაქვს.
7. ადრე იდო და წავიკითხე, კარგი იყო დაგესრულებინა! მე მომწონს ადრე იდო და წავიკითხე, კარგი იყო დაგესრულებინა! მე მომწონს
6. ეს მახსოვს, ხედი ავატარის ფოტოზე- მეცნობა, ბიჭი- საერთოდ არა:) მიყვარს დეტექტივები..ოღონდ, კარგი!:) იქნებ მოგეხასიათოს და..:) ეს მახსოვს, ხედი ავატარის ფოტოზე- მეცნობა, ბიჭი- საერთოდ არა:) მიყვარს დეტექტივები..ოღონდ, კარგი!:) იქნებ მოგეხასიათოს და..:)
5. აჰააა, მგვანებია რაღაცაში, ლოთობის გარდა, თუმცა ახლა ნასვამი ვარ :)))) აჰააა, მგვანებია რაღაცაში, ლოთობის გარდა, თუმცა ახლა ნასვამი ვარ :))))
4. რა დამიშავა და ლოთობდა და ცხვრებს არ უვლიდა ეგ უქნარა. მუშაობა ეზარებოდა :)))))))))))) მეტი არაფერი. რა დამიშავა და ლოთობდა და ცხვრებს არ უვლიდა ეგ უქნარა. მუშაობა ეზარებოდა :)))))))))))) მეტი არაფერი.
3. გააგრძელე შჩ, მაგარი დაწყებაა, მაგრად დამაინტრიგე, რა მოხდება შემდეგში?! :)))). "ეს იყო წელს ზემოთ შიშველი, გაქუცულ ჯინსის შარვალში გამოწყობილი, თვალებჩასისხლიანებული, საშუალო სიმაღლის ჭუჭყიანი ინდივიდი" - რა დაგიშავა ბიჭო ამ მწყემსმა, ასე მეგონა მაგრად არ გევასება :))))) "ინდივიდი" - მაგარი იყო! :D გააგრძელე შჩ, მაგარი დაწყებაა, მაგრად დამაინტრიგე, რა მოხდება შემდეგში?! :)))). "ეს იყო წელს ზემოთ შიშველი, გაქუცულ ჯინსის შარვალში გამოწყობილი, თვალებჩასისხლიანებული, საშუალო სიმაღლის ჭუჭყიანი ინდივიდი" - რა დაგიშავა ბიჭო ამ მწყემსმა, ასე მეგონა მაგრად არ გევასება :))))) "ინდივიდი" - მაგარი იყო! :D
1. იყოს ეს აქ. იქნებ მომეხასიათოს და გავაგრძელო. იყოს ეს აქ. იქნებ მომეხასიათოს და გავაგრძელო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|