| ავტორი: ლელა10 ჟანრი: პოეზია 8 დეკემბერი, 2012 |
აქ არის სევდა-ერთადერთი მეგზური ჩემი, ჩემი ერთგული მეგობარი, არ მტოვებს მარტო. სხვებს თუ ლხინი აქვთ, უხარიათ, გული არ მწყდება, მეჩემი სევდა არ მტოვებს და ტკივილით მართობს. მომეცით ქნარი, ავამღერო ცრემლის ნოტები ან გიტარაზე დაკვრისაგან დავღალო ხელი. ვიმღერებ რამეს არაფრისმთქმელს, ყველაფრის მომცველს, რათა დავარქვა ჩემს ცხოვრებას მე "ბინდისფერი". მომეცით ღვინო-ერთადერთი ნუგეში ჩემი!.. ჩვენ მიგვიზიდა ერთმანეთის საერთომ, თითქოს- ორივეს გვიყვარს დარდისაგან გონების ბინდვა, როცა გულსა და გონებაში უწყვეტად გვითოვს. ჩემში კი ახლა სიცივე და სუსხი ბინადრობს, სითბოს ვეღარ ვგრძნობ, ყველა გრძნობაც გაყინულია. მხოლოდ ერთადერთს, ერთს შემორჩა წვრილმანი თრთოლვა- ძალაგამოცლით ფეთქავს, მაგრამ "მაინც გული!" აქ არის სევდა,მხოლოდ სევდა, მეგზური ჩემი, "მორჩილი", "წყნარი", "ერთგული" და "კეთილიც",თითქოს... ვერ მიმატოვებს,"მეგობრობის ფიცს" ვერ ღალატობს, მაგრამ, არ ვიცი...გულში მაინც, რატომღაც, მითოვს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არა, ვერაა კაი ლექსი ეს...
წარმატებები! არა, ვერაა კაი ლექსი ეს...
წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|