ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2012


გამოთხოვება


                გამოთხოვება

  ჩემი პატარა, ძველი სენაკი
გავანიავე ოცნების მტვრისგან-
მთელი ცხოვრება რომ მიხუთავდა
  სულის ღიობებს.
ილუზიების ჭუტა მწერები-
სახიფათონი და აბეზარნი-
მივასრისე კედლის შპალიერს
ამოუხსნელ პიქტოგრამებად.
ერთი შებერვით
დავაქრე ჭრაქი იმედებისა,
მთელი ბავშვობა თვალს რომ მწვავდა
მბჟუტავი ალით.
მორჩა, გათავდა!
ამაღამ მაინც დავიძინებ ნანატრი ძილით
ამაოების საცდურთაგან თავდაღწეული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს