ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტროა
ჟანრი: პროზა
9 დეკემბერი, 2012


მადლობა ჩემს "ექსს" იმისათვის რომ... (ანუ რა მასწავლა წარსულმა ურთიერთობამ)

უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი - ურთიერთობებმა.


ხატოვნად რომ ვთქვა, გავიარე გზა ზევიდან ქვევით და მერე ისევ ზევით. გასაგები რომ იყოს, ნელ-ნელა ვისწავლე სიამაყიდან ჩამოსვლა.
ჩამოვედი ბოლომდე. ვიყავი იქ სადაც არაფერია - არც სიამაყე და არც ღირსება...

და მერე ისევ მაღლა ასვლა ვისწავლე, არა სიამაყეზე, არამედ ღირსებაზე.

ნელ-ნელა ვისწავლე სიყვარულის გამოხატვა, არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც და ვისწავლე თუ არა ეს, ამას ვაკეთებდი
დაუსრულებლად, თვით უღირსობამდეც კი.

თანდათანობით კი ღირსებაც დამიბრუნდა და "დაპაშოლებაც" (შინაარსობრივად გაიგეთ და არა სიტყვის მნიშვნელობიდან) შევძელი საყვარელი ადამიანის...

ხო, რთული გზა იყო და ამ გზის გასავლელად რამდენიმე სიყვარული დამჭირდა  ზოგს ერთი ყოფნის, მე რა გამოვდექი ასეთი...

ეხლა, ასე ვთქვათ, "გავივაკე" და მაინტერესებს, მომდევნო ურთიერთობა რას მასწავლის ან თუ იქნება ჩემი სწავლის დასასრული - ეგეც მაინტერსებს,  თორემ ჩემს გულს ერთი სარკმელი ქონდა თავიდან, ეხლა მეორეც გაუჩნდა და ''სკვაზნიაკია'' უკვე... გრძნობა აღარ მიჩერდება.

კიდევ ის ვისწავლე, რომ ურთიერთობისას თავი არ უნდა გაიხეთქო იმაზე ფიქრით, დასასრული როგორი იქნება, ვიქნებით თუ არა ერთად... არ უნდა ავყვე საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშს... დავტკბები ყოველი მასთან გატარებული წამით და არ გადავდებ ხვალისთვის იმას, რაც შეიძლება დღეს გავაკეთო, იმიტომ რომ, შეიძლება ხვალ ცოცხალი აღარ ვიყო და ვეღარ მოვასწრო თქმა რას განვიცდი მის მიმართ!

კიდევ ის მასწავლა, რომ გულის ის ადგილი, სადაც თითოეული ჩვენთაგანი მარტოა ღმერთთან (ათეისტებს არ ვგულისხმობ),
თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი  უ ნ დ ა    დ ა ტ ო ვ ო    ა მ    უ რ თ ი ე რ თ ო ბ ი ს ა გ ა ნ!

და კიდევ - მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხო ჩემი ეგოიზმი და პირადად ჩემი საჭიროებისთვის, ხაზს ვუსმევ, ჩემი საჭიროებისთვის, რაც შეიძლება ნაკლები მოთხოვნები წავუყენო  იმიტომ, რომ ის ფაქტი, რომ მას ვუყვარვარ, ჩემი  დამსახურება სულაც არაა და მის სიყვარულზე არანარი უფლება არ მაქვს - ეს  ღმერთის საჩუქარია!

და ბოლოს: მადლობა ყველა იმ გოგონას, რომელიც მიყვარდა. 
მადლობა ბედისწერას,  რომ ისინი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ. ისინი, ჩემი  ცხოვრების თანამგზავრები, - მუდამ ცოცხლობენ ჩემს მეხსიერებაში. 

მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა, გვერდი არ ამიარა და ჩემს ცხოვრებაში იყო !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები