ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტიტე
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2012


Extraterrestrial

                                            ეზოთერიული პოეზია

მთვარე ნაპრალებში შედის,
წყალზე მოგონებებს ტოვებს,
როგორც გამოწვევა ბედის,
მთვარე ნაპრალებში შედის.

კლდიდან იღვენთება ლავა,
ლოდზე იკითხება სახე,
კიდევ უამრავი გავა
კვლავ შენს მოლოდინში ასე,

წლების რუტინული ციკლი,
              კანსაც როგორც გველი იცვლი,
შხამსაც ტოვებ სადღაც, ქვაზე,
სუფთა ფურცელიდან იწყებ;

როცა ნაპრალებში შედის
მთვარე, მოგონებებს ტოვებს,
როგორც მომაკვდავი გედის
ხმაზე ათრთოლებულ ღრუბლებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები