ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2012


ბულბულის რეკვიემი

  ბულბულის რეკვიემი

  ო, რა ტყუილად, გულუბრყვილოდ შეფრინდა იგი -
  ეს სასაცილო ყვითელი ჩიტი -
  აღმოსავლური პოეზიის თაფლოვან ლერწმოვანებში.
  უსარგებლო ყვითელი ჩიტი,
    რომელიც ჭია-ღუასაც კი ვერ ანადგურებს.
  რა მიამიტად შევმოსეთ იგი
  დახლართული მეტაფორების ჭრელი სამოსით.
  თარის ჟღერაში გამოვატარეთ საუკუნეთა მრუმე ხვატში.
  ყვითელი ჩიტი, რომელსაც თავის დაცვაც კი არ შეუძლია.
  ო, რა ამაოდ ვალბეთ ცრემლებით
  მისი გრძნობების ყალბი სინატიფე,
  ყველა მიჯნურის ამო ნუგეში.
  თურმე, ნუ იტყვით, „ვარდზედ მყეფარი” გულდათუთქული კი არ მისტირის
  სატრფოს გულისას, თავგამოდებით აგზავნის სიგნალს
  და თვისტომთ აფრთხილებს:
  ,,ჩემი არის ეს არე-მარე, არ გაბედოთ აქ შემოღწევა!”
  ეგოისტი ყვითელი ჩიტი,
  მესაკუთრის ამბიციებით.
  ჩვენ კი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები