 | ავტორი: დონ ჟუან ჟანრი: პოეზია 15 დეკემბერი, 2012 |
როგორღა ვენდო გულის დაძახილს, როცა გონება სულ სხვას ჩამძახის.
...მე შენ გკითხულობ, როგორც სტრიქონებს... ან იქნებ არც ხარ და უბრალოდ: გამოგიგონე?...
...ნაბდით დაჭედილ ფლოქვების ხმა ჩამესმის ნანად და მეჩვენება ამ სასტუმროს დიასახლისი ქალღმერთ ინანად...
ობლის კვერს აცხობს მხოლოდ ზღაპარი. სინამდვილეში: მამით მამაცობს ბევრი საპყარი.
ადამიანის სახე დაკარგა და ახლა მხოლოდ სხეულს განკარგავს. ისიც: ჰგონია.
სიცოცხლე თურმე სწყურიათ კვირტებს ადამიანის რა გამიკვირდეს...
აღმა ვხანი. დაბლა ვფარცხე. გონება ვერ დავამარცხე.
ალიონი მოეპარა ბილიკებს. ვარსკვლავებმა ისევ გამაქილიკეს...
უნდა მოვკლა იმედი იმ ზომამდე მივედი.
დღეები, როგორც ჯარისკაცები, ჩამწკრივებულან სამხედრო მარშით.
დამსვით. მაცვით. თასით მასვით. მე არ მინდა მეტი რამ, თორემ ამ რითმების წერით მგონი დედა მეტირა.
სუფთა ფურცელს ვეძებ ისევ. დღე წასულა ქესატი. წასულ დღეებს გადმოუსხამთ მომავალში დესანტი.
გაგწურე, როგორც ვაზის მტევანი, ბაგის ბადაგით გული დამითვრა... ამას რად უნდა ღამის თევანი, მხოლოდ ჩვენ ორის უნდა გარითმვა.
შემოვიწიწკნე გველის პერანგი, ფერი ვიცვალე მეასედ მგონი და თუ სავსე ვარ ცოდვით ყელამდე, ყველას შემინდობს ჩემი მომგონი...
თევზმა კი თქვა წყალი მაქვსო პირში, მაგრამ როგორ?
გაგიტოლდები, თუნდ ამისთვის დავპატარავდე. ოღონდ არ ვიცი: შენ რამხელა გგონია თავი.
პლანეტა დანებდა ორბიტას. მომინდა გასვლა და ვერ შევძელ. უბრალოდ დავდექი რელსებზე.
...ექო მოედო ლურჯ აგონიად დღეებს მელნისფერ სტრიქონებში გამოკეტილებს...
იყო და არა იყო რა... მუცელი ამოიყორა სინამდვილემ და ერთობა ზღაპრით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია. ბოლოში ძალიან მომეწონა, უფრო დახვეწილია კარგია. ბოლოში ძალიან მომეწონა, უფრო დახვეწილია
2. ფრაგმენტულად კარგი იყო. ფრაგმენტულად კარგი იყო.
1. წარმატებები +1 დახვეწა ჭირდება წარმატებები +1 დახვეწა ჭირდება
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|