 | ავტორი: კლიმტ ჟანრი: პროზა 15 დეკემბერი, 2012 |
12 წლის ვიყავი,როცა დედა დაბრუნდა და ალკოჰოლიკ მამაჩემს ჩემი თავი წაართვა.
– მა, იცი მე რა მახსოვს? ყოველ დილით ძალით რომ მაყენებდი საწოლიდან და ზღვაზე მიგყავდი,შენი დამტვრეული ველოსიპედით. თავზე თბილი ქუდი მეხურა, შენს წინ ვიჯექი და ვერ ვაცნობიერებდი,რომ ეს ემოცია ოდესმე დასრულდებოდა. მა, დღეს მე არ მაქვს შენი ნახვის უფლება. მე ვერ გავიგებ რომელ საათზე მიხვალ სახლში, ფეხაკრეფით ვერ შემოვალ შენს საძინებელში და ჭიქა წყალს ვერ დაგიდგამ სკამზე,დილისთვის.ნაბახუსევზე რომ შედარებით უკეთესად იგრძნო თავი. რომ შემეძლოს,კილომეტრებს გავარღვევდი ერთი შენი ჩახუტებისთვის. მა,ყველა იმ ადამიანს მიუზღვავს ღმერთი,ვინც მე დამტოვა უღმერთოდ. ყოველ დილით, სხვადასხვა საუზმე მოაქვთ ჩემს საძინებელში,რომელიც ვარდისფერი ფერის არის, შენ იცი,როგორ არ მიყვარს ვარდისფერი, არასდროს ვარ ამ ოთახში მშვიდად. საუზმე გემრიელად გამოიყურება,თუმცა უგემურია, გული მერევა ამ ყველაფერზე. მა, ამ ფუფუნებას, ჩვენი ძველი სახლი მირჩევნია. ჩემი პატარა ოთახში, ყოველ დღე რომ შემოგქონდა ქილით მინდვრის ყვავილები. შენი მოდუღებული ყავა მენატრება,მა, რაღაცნაირი სიმწარე რომ დაყვებოდა სულ, ჩვენი ცხოვრების მსგავსად.აქ კი, მეუბნებიან ბავშვებისთვის ყავა არ შეიძლებაო და მაიძულებენ დილაობით რძე დავლიო. მა, გახსოვს ერთხელ მაღაზიაში პერანგი რომ მომეწონა, ჯიბისკენ რომ წაიღე ხელი და ობლად დარჩენილი ორლარიანი ამოიღე, მე თვალებში ცრემლები ჩამიდგა და ვიცი, გული სწორედ იმ დღეს მოგიკვდა. მეორე საღამოსვე მიყიდე და მომიტანე. ისიც მახსოვს, ამის გამო რომ გაგინებდა მეზობლის კაცი, ფულს რომ ისესხებ, დაბრუნებაო უნდა იცოდეო. ახლაც აქ მაქვს მა, ეგ პერანგი, ღამღამობით,როცა დედა ვარდისფერ საღამურს მაცმევს და საწოლში მაწვენს,მაშინვე ვიშორებ იმ სიყალბეს და ჩემ ლურჯ პერანგს ვიცმევ, რომელიც ერთადერთია,რაც შენგან შემომრჩა. მა, აქ რომ თოვს და ცივა, არავინ მიგორდება ფეხებში და გაყინულ ფეხისგულებს ცხელი,დიდი ხელებით არ მითბობს. მა, ამ სახლში ცოდვასავითაა შენი სახელი. მა, ჩემთვის ღმერთივით ხარ. მა, მე ვიცი რომ გტკივა ახლა უჩემობა. მა, ჩვენს მისაღებში დაკიდულ ღვითისმშობლის ხატს გეფიცები, ერთ მშვენიერ დილას, მზე რომ ცოტა სხვანაირად ამოვა, დაჟანგულ გასაღებს მოვარგებ ხის კარებს, ხელში დიდი ჭიქით სიბინძურისგან გაფირტრული წყალი მეჭირება და შენს ოთახში შემოვალ. მა, ოღონდ შენ გაუძელი.
შენი ნი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ამის შესაფასებლად მოვედი აქ :) დიდი ხანია ნაწერს ჩემში ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოცია არ გამოუწვევია.. კარგი ჩანახატია, გულწრფელი, ემოციური, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი.. მოკლედ, ჩემი უმაღლესი შეფასება "მა..."-ს და წარმატებები ავტორს! ამის შესაფასებლად მოვედი აქ :) დიდი ხანია ნაწერს ჩემში ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოცია არ გამოუწვევია.. კარგი ჩანახატია, გულწრფელი, ემოციური, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი.. მოკლედ, ჩემი უმაღლესი შეფასება "მა..."-ს და წარმატებები ავტორს!
18. ბევრი ვიტირე ..
ძალიან მომეწონა !! ძალიან! ბევრი ვიტირე ..
ძალიან მომეწონა !! ძალიან!
17. შენი ნი. ;)))) შენი ნი. ;))))
16. მახსოვს...ბევრჯერ მაქვს ეს წაკითხული...კარგია... მახსოვს...ბევრჯერ მაქვს ეს წაკითხული...კარგია...
15. მომეწონა ძალიან.... მომეწონა ძალიან....
14. ძალიან დიდი მადლობა ყველას. გმადლობ შენიშვნებისთვის. თავს უფლებას მივცემ და შეგისწორებთ კახა, "არმენს უთქვია" არმენს უთქვამს. ძალიან დიდი მადლობა ყველას. გმადლობ შენიშვნებისთვის. თავს უფლებას მივცემ და შეგისწორებთ კახა, "არმენს უთქვია" არმენს უთქვამს.
13. აი მე უნდა მეთქვა შენიშვნაზე და არმენს უთქვია უკვე, ნაწერი ისე დიდი ემოციის მქონეა რომ, მინდა კიდევ ვიფიქრო ამაზე . . . არ ველოდი, ყოჩაღ! აი მე უნდა მეთქვა შენიშვნაზე და არმენს უთქვია უკვე, ნაწერი ისე დიდი ემოციის მქონეა რომ, მინდა კიდევ ვიფიქრო ამაზე . . . არ ველოდი, ყოჩაღ!
12. =) ალბათ მაინც ისაა მთავარი, რომ მოვასწროთ
ძალიან კარგი წერილია =) ალბათ მაინც ისაა მთავარი, რომ მოვასწროთ
ძალიან კარგი წერილია
11. ძალიან მაგარი ნაწერია, ზღვა ემოცია მოიტანა! დიდი 5! მაგრამ ვერ გავძლებ რომ არ გითხრათ მაინც,-ორი პატარა შეცდომაა გაპარული და იქნებ ჩაასწოროთ: მა,ყველა იმ ადამიანს მიუზღვავს ღმერთი,ვინც მე დამტოვა უღმერთოდ-მიუზღავს; ღამღამობით,როცა დედა ვარდისფერ საღამურს მაცმევს-მაცვამს. წარმატებები! ძალიან მაგარი ნაწერია, ზღვა ემოცია მოიტანა! დიდი 5! მაგრამ ვერ გავძლებ რომ არ გითხრათ მაინც,-ორი პატარა შეცდომაა გაპარული და იქნებ ჩაასწოროთ: მა,ყველა იმ ადამიანს მიუზღვავს ღმერთი,ვინც მე დამტოვა უღმერთოდ-მიუზღავს; ღამღამობით,როცა დედა ვარდისფერ საღამურს მაცმევს-მაცვამს. წარმატებები!
10. შენი მოდუღებული ყავა მენატრება,მა, რაღაცნაირი სიმწარე რომ დაყვებოდა სულ, ჩვენი ცხოვრების მსგავსად
მა, ამ სახლში ცოდვასავითაა შენი სახელი. მა, ჩემთვის ღმერთივით ხარ. მა, მე ვიცი რომ გტკივა ახლა უჩემობა. მა, ჩვენს მისაღებში დაკიდულ ღვითისმშობლის ხატს გეფიცები, ერთ მშვენიერ დილას, მზე რომ ცოტა სხვანაირად ამოვა, დაჟანგულ გასაღებს მოვარგებ ხის კარებს, ხელში დიდი ჭიქით სიბინძურისგან გაფირტრული წყალი მეჭირება და შენს ოთახში შემოვალ. მა, ოღონდ შენ გაუძელი.
გამანადგურა :(((
შენი მოდუღებული ყავა მენატრება,მა, რაღაცნაირი სიმწარე რომ დაყვებოდა სულ, ჩვენი ცხოვრების მსგავსად
მა, ამ სახლში ცოდვასავითაა შენი სახელი. მა, ჩემთვის ღმერთივით ხარ. მა, მე ვიცი რომ გტკივა ახლა უჩემობა. მა, ჩვენს მისაღებში დაკიდულ ღვითისმშობლის ხატს გეფიცები, ერთ მშვენიერ დილას, მზე რომ ცოტა სხვანაირად ამოვა, დაჟანგულ გასაღებს მოვარგებ ხის კარებს, ხელში დიდი ჭიქით სიბინძურისგან გაფირტრული წყალი მეჭირება და შენს ოთახში შემოვალ. მა, ოღონდ შენ გაუძელი.
გამანადგურა :(((
9. ჯოს კომენტარს შემოვყევი :)
მომეწონა :) ჯოს კომენტარს შემოვყევი :)
მომეწონა :)
8. ძალიან მართალი ნაწერია ეს, სიყალბის ნატამალიც კი არ იგრძნობა. ემოციური. ძალიან მართალი ნაწერია ეს, სიყალბის ნატამალიც კი არ იგრძნობა. ემოციური.
7. კარგია!
ღვითისმშობლის ხატს გეფიცები, ფიცი კი არა , ილოცე. ილოცე და ილოცე! კარგია!
ღვითისმშობლის ხატს გეფიცები, ფიცი კი არა , ილოცე. ილოცე და ილოცე!
6. კლიმტ.....ძალიან მომეწონა..... გაყინულ ფეხისგულებს ცხელი,დიდი ხელებით არ მითბობს ...... არ ვიცი რა ვთქვა...ემოციებს ვერ ვმალავ კლიმტ.....ძალიან მომეწონა..... გაყინულ ფეხისგულებს ცხელი,დიდი ხელებით არ მითბობს ...... არ ვიცი რა ვთქვა...ემოციებს ვერ ვმალავ
5. ნაცნობი ისტორიაა რატომღაც.. ძალიან ახლობელი და.. მე მამასთან დავიგვიანე. შენ მალე მიდი, მიდი და ჩაეხუტე.. უფალი გფარავადეს ნაცნობი ისტორიაა რატომღაც.. ძალიან ახლობელი და.. მე მამასთან დავიგვიანე. შენ მალე მიდი, მიდი და ჩაეხუტე.. უფალი გფარავადეს
4. სევდიანია... სევდიანია...
2. ჟრუანტელიც მოიტანა დიდი ჟრუანტელიც მოიტანა დიდი
1. დიდი ემოცია მოიტანა. დიდი ემოცია მოიტანა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|