 | ავტორი: პეგასი ჟანრი: საბავშვო 29 დეკემბერი, 2012 |
უღრან ტყეში ცხოველებმა მორთეს დიდი ნაძვის ხე, საგანგებოდ მოემზადნენ და ზეიმიც დაიწყეს.
კარ-მიდამო დაამშვენეს წვიმებით და ბურთებით, ლამაზად რომ გაატარონ ჯადოსნური წუთები.
აუნთიათ ნათურები, გაუბერავთ ბუშტები, საჩუქრებით გაუვსიათ ნაირფერი ყუთები.
ზღარბი დადის დიდი ტომრით და არიგებს კანფეტებს, ციყუნია ფუღუროში გოზინაყსაც აკეთებს.
მხიარულობს რუხი დათვი, გორავს და კოტრიალებს, მელაკუდა ცერებზე დგას, ცეკვავს,წრეზე ტრიალებს.
ტურა თურმე ლექსებს ამბობს, შაირობენ მაჩვები, თხუნელები ხითხითებენ, ტაშს უკრავენ თახვები.
არ ჩერდება მთელი ღამე დოლი და სალამური, საახალწლო სიმღერები ტკბილი და საამური.
ყველა ცეკვავს ნაძვის ხესთან, არ იძინებს არც ერთი, აი,თურმე უღრან ტყეში ზეიმია ასეთი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გუილოცავ შობა-ახალ წელს! სულ ასე მშვენივრად შეხვედროდე შენი ლამაზი ნაძვის ხისა და სურათებით, საბავშვო ნაწარმოებებით! გუილოცავ შობა-ახალ წელს! სულ ასე მშვენივრად შეხვედროდე შენი ლამაზი ნაძვის ხისა და სურათებით, საბავშვო ნაწარმოებებით!
6. ნამდვილი საბავშვო და სახალისო ლექსია. ნამდვილი საბავშვო და სახალისო ლექსია.
5. კარგია ...:-* პატარებს რომ გაუხარდებათ ისეთი.. კარგია ...:-* პატარებს რომ გაუხარდებათ ისეთი..
4. კიდევ წავიკითხე, ამ ადამიანს აქვს უნარი ბავშვებისთვის წეროს, ეს კი ალბათ მისი კუდრაჭას დამსახურებაა :)
გილოცავთ ახალ წელს!!! კიდევ წავიკითხე, ამ ადამიანს აქვს უნარი ბავშვებისთვის წეროს, ეს კი ალბათ მისი კუდრაჭას დამსახურებაა :)
გილოცავთ ახალ წელს!!!
3. რა კარგია .. ვიხალისე:) რა კარგია .. ვიხალისე:)
1. კეთილი და საყვარელი გვერდი! 5 კეთილი და საყვარელი გვერდი! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|