რაკი ვერაფრით გიმსუბუქებ, რა შემიძლია? თითქოს ვერ ვხედავ, თითქოს არ მესმის, თითქოს ვერა ვგრძნობ, დავხუჭავ თვალებს -და მეშინია, რომ შენი სისხლი დამეწვეთება ახლა სახეზე, გამომაფხიზლებს, და პირისპირ აღმოვჩნდები სწორედ მასთან, რასაც ასე გავურბივარ და ვემალები. დახუჭული მაქვს მაინც თვალები, თავჩარგული ვარ საკუთარ სულში და მუცელში, თითქოს მშვიდად ვარ -და ველოდები, რომ პირისპირ აღმოვჩნდები, შენი სისხლის წითელ წვეთებთან.