ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა პაპოშვილი
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2012


***

იცით სითბოს ვეძებ,
არა მხოლოდ ქარში,
მე დღეს სისხლი მიდუღს
ვენებსა და ძარღვში..
წვიმასა და თქეშში
საფეთქლები მიხურს
და ფეხები ჩემი
მაცეკვებენ მთიურს..
მე კლავიშებს ვსდევდი
ვაკვნესებდი არღნებს,
დღეს გრძნობები ჩემი
აცოცხლებენ ღამეს.
აჭრიალებს კარებს,
ფანჯრებსა და სახლებს.
დარაბების მსხვრევით
აცოცხლებენ ღამეს.
ფარდის მკრთალი ქროლვა,
ნიავისა ბიძგი.
მერე ისევ ტანი
რხევა-რხევით მიდის.
სისხლი ადის-ჩადის,
აბრდღვიალებს სახეს
ბროწეულისფერად
ლოყებსა და ბაგეს.
ხელის ურჩი თითი
მიაშტერდა კლავიშს
და რითმულად უკრავს,
დო , რე , მი , ფა , ლა, სის..
მერე გიჟი ნოტი
ააჩქარეს რიტმებს,
და თითები ჩემი
ცეკვა-ცეკვით მისდევს.
წკაპა-წკუპი წვიმის
ერთვის მელოდიას
და ბანს აძლევს ქარი,
სისხლის სიმფონიას..
არ ჩერდება ქარი,
არ ჩადგება ქროლვა.
აცივდება ვიცი , მაშინ
და დაიწყებს თოვას..
ჩემს გულში კი ბუხარს კვლავაც
აგიზგიზებს ცეცხლი,
და მე ისევ სითბოს ვეძებ
წვიმასა და თქეშში..

ანა პაპოშვილი A.P

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები