ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სიზ-მარი
ჟანრი: პროზა
20 დეკემბერი, 2012


?!

თავს დავხრი და ისე წავალ,გავუყვები თოვლით დაფარულ ვიწრო ბილიკს. არც მიფიქრია ცხოვრების აზრიანობაზე თუ უაზროობაზე. გამოგიტყდები არც არასდროს მტკენია გული ისე,რომ შემძროდა მარცხენა მხარეს არსებული პატარა მფეთქავი ხორცი.  უბრალოდ მსურს  სიმშვიდე და ბევრი სითბო ,არა ზაფხულის მწველი მზით არამედ ზამთრის ყინვაში პატარა ბუხრით.  რამდენი სიბრძნე დაუმარხავს ალბათ ღმერთს ადამიანში და რა უხეში ხელები იცავენ მას. მე გაგიჟებული ვარ არა იმით რაც ადამიანებს გაგვიკეთებია საუკუნეების განმავლობაში,არაედ იმით ,რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი იმდენად სათუთი და რკინის გამძლეობით,რომ ვერ მოვდრიკეთ,ვერ მოვახრევინეთ ქედი.  რა დიდებულია უფალი და რა მტვერის გუნდებად ვიქეცით ჩვენ.ტალახში აზელილი თოვლიც კი მეტი სუფთაა,ადამიანთა ფონზე.    მე ჩემი იდეებით ლამის არის დავიხრჩო და ყველა ფაქიზ გრძნობას სადღაც კუთხეში ხვეტავენ მათხოვრები.შენ წარმოიდგინე ა დროს ამაყად კი არ უნდა გაიარო მათ წინ,არამედ დაეტაცო მათ შეგროვილ სიმდიდრეს და უთხრა,მეც თქვენ რიგებში ვარ.  არა! ადამიანსაც ვერ გაამტყუნებ,ისედაც საკუთარი ჩამომხმარი სული  ვერ უპოვნიათ და სხვაზე იფიქრებენ?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები