ნეტაი, შენა! ტყემლის ყვავილო. გულში რომ ერთხელ ავს არ გაივლებ! ქარის ქროლვაზე ფრთებს ისე გაშლი, თითქო შენს მეტი არ ჰყავდეს არშიყს. გულს ნუ გაუხსნი ფანტელებს ნუშის, ემანდ რამე არ გაივლონ გულში, შე გასაქრობო, ყვავილო ტყემლის, სულ რომ ვიღაცას ელი სულ ელი, როგორ გასძელი ანდა აქამდე? ჩაქრი, აჰანდე!