ნუთუ არაფერი ვარ შენთვის. მიუხედავად იმისა, რომ მიღიმი, თვალებში ვერაფერს ვხედავ საჩემოს. ან შენ ხარ ცარიელი, ან მე არ ვარსებობ. ალბათ, უფრო მეორე. შენში ჩემი დეფიციტია, რომლის შეგრძნებისთვისაც დრო არასოდეს გრჩება. წამებშია გაწერილი შენი დღეები. ჩემი ნახვისთვის გცალია ძირითადად პარასკევობით, პირველის ნახევრიდან ორის ნახევრამდე. ჩემი მადლობა ბენჯამინ ფრანკლინს, რომ შენ და შენნაირ ჰალსტუხიან, მზრუნველ მამიკოებს გისახსოვრათ გამონათქვამი – ,,დრო ფულია’’. არ იშურებ კომპლიმენტებს ჩემი ნაირფერადი თმისთვის. მახსოვს შენი ღიმილნარევი გაწყრომა, პირევლად რომ შევიღებე. ხოდა, მას შემდეგ ვიღებავ და ვიღებავ. დღესაც, როგორც ყოველთვის, იშმუშნები. იქნებ ვინმე ნაცნობმა დაგინახოს, რას იფიქრებენ?! მე ხომ ჩემს ასაკთან შედარებით ძალიან გავუსწარი ბავშვობას. ალბათ, ვერ ხვდები, რომ მე ამას ვგრძნობ, მეღიმება. გუშინ თმები წითლად შევიღებე. უკვე შეეჩვიე ამას. დანამდვილებით ვიცოდი, მომიწონებდი ახალ ფერს და დედაშენს მიმამგვანებდი, მისი ნაკვთები გაქვსო, მეტყოდი, ნახეო ერთხელ, მთხოვდი და მე ამ დროს შენც ზუსტად ისე ვერ აგიტანდი, როგორც მას ვერ ვიტან. მშვენივრად იცი, რომ დედას ვგავარ. ვიცი, ფერფლისფრად რომ შევიღებო თმა ისე აფორიაქდები, შემეცოდები. ამ დროს ისე მოგაგონებ არსებას, რომელიც დატანჯე, რომ ჩემთვის კულმინაცია იქნება შენი ემოციებით ტკბობა. მერე დგება ის მომენტი, დასმულ კითხვაზე რომ ასე მიჭირს საუბარი და შენც რომ ათასში ერთხელ იღებ სწორ პასუხს. –დედა როგორ არის? –დედა კარგადაა. (დედა ავადაა) ის არ ლაპარაკობს შენზე. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს იცის რა დღეა, ყოველთვის ხვდება, როცა შენთან მოვდივარ, რადგან ამ დროს ჩაცმის სტილი რადიკალურად განსხვავდება ჩემი რეალური სამოსისგან. მე და შენ ყოველთვის გვიჭირს საუბარი, რადგან საერთო არაფერი გვაქვს გარდა კვირაში 1 საათისა, როცა მე გიყვები ჩემს ძაღლზე (რექსიზე), მეგობრებზე (ავარდნილებზე), იმაზე, რომ ვერ ვიტან სწავლას, წიგნებს და მყავს უაზრო და უმიზნო შეყვარებული, რომელსაც ვერ ვშორდები, რადგან ძალიან მიყვარს. სინამდვილეში ყველაფერი უკუღმაა, ამის საპირისპიროდ. ვსწავლობ კარგად, არ მყავს ძაღლი, არც შეყვარებული. მოვა შემდეგი პარასკევიც, პირველი საათი. მოხვალ შენც, გადამეხვევი ისე, რომ მე ვერც მეგობრობას, ვერც სითბოს, ვერც მამა–შვილობას ვიგრძნობ. იქნებ, უბრალოდ ვერ გამოხატავ. მერე, როგორც ყოველთვის, რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ, რომელიც ჩვენი შეხვედრების მთავარი ატრიბუტია, თბილი გაღიმების შემდეგ შეეცადები თბილადვე მკითხო, რექსი როგორ არისო. ჰა, ჰა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. მომწონს რაღაცნაირად მომწონს რაღაცნაირად
22. სადღაც ჩემი თავი დავინახე.ძალიან მომეწონა სადღაც ჩემი თავი დავინახე.ძალიან მომეწონა
21. ჰა ჰა ჰა ჰა ჰა! - საკუთარი ერთფეროვანი ცხოვრების გაცნობიერებით გამოწვეული სიმწრის სიცილია! ჰა ჰა ჰა ჰა ჰა! - საკუთარი ერთფეროვანი ცხოვრების გაცნობიერებით გამოწვეული სიმწრის სიცილია!
20. ეს მომეწონა რატომღაც ყველა წაკითხულიდან..... :) ეს მომეწონა რატომღაც ყველა წაკითხულიდან..... :)
19. შენში ჩემი დეფიციტია, რომლის შეგრძნებისთვისაც დრო არასოდეს გრჩება. :( შენში ჩემი დეფიციტია, რომლის შეგრძნებისთვისაც დრო არასოდეს გრჩება. :(
18. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
17. ყველა ის ემოცია, რომელიც წესით უნდა აღძრას მსგავსი სტილის ნაწარმოებმა, ისე წამომეშალა... ავტორი აშკარად მაგარი ნიჭიერია, თუ ეს მართლა გამოგონილია და არა რეალურად განცდილ-გადანატანი... მადლობა შენ,რომ ხარ ასეთი კარგი! წარმატებები! ყველა ის ემოცია, რომელიც წესით უნდა აღძრას მსგავსი სტილის ნაწარმოებმა, ისე წამომეშალა... ავტორი აშკარად მაგარი ნიჭიერია, თუ ეს მართლა გამოგონილია და არა რეალურად განცდილ-გადანატანი... მადლობა შენ,რომ ხარ ასეთი კარგი! წარმატებები!
16. მომწონს მოკლე ნაწერები, რომლებიც გრძელ განხილვას ეყოფიან :) შინაარსიანი და მსუბუქი ++ მომწონს მოკლე ნაწერები, რომლებიც გრძელ განხილვას ეყოფიან :) შინაარსიანი და მსუბუქი ++
15. უილიამის სტილს? რა კარგი რაღაც მითხარი, ლევან. უილიამის სტილს? რა კარგი რაღაც მითხარი, ლევან.
14. რატომღაც... ფოლკნერის სტილს წააგავს თითქოს... ასე გააგრძელ... ასე... ჩემგან კი 5+ რატომღაც... ფოლკნერის სტილს წააგავს თითქოს... ასე გააგრძელ... ასე... ჩემგან კი 5+
13. მარიამ საოცრება ხარ! მარიამ საოცრება ხარ!
12. გილოცავ შობა-ახალ წელს ! გისურვებ ულევ სიხარულს! გილოცავ შობა-ახალ წელს ! გისურვებ ულევ სიხარულს!
11. ავტორი: მელნისფერი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 ავტორი: მელნისფერი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
10. მზის ჩუქნის სურვილი. თბილია
მზის ჩუქნის სურვილი. თბილია
9. რომ შემეძლოს მზეს ჩამოვხსნიდი ციდან და ამ ავტორს ვაჩუქებდი, ძალიან სასიამოვნოდ წერთ, "ვიტან სწავლას, წიგნებს და მყავს უაზრო და უმიზნო შეყვარებული" ეს მართალი მეგონა სანამ შემდეგს წავიკითხავდი, მეუცნაურეთ და შემებრალეთ, ახლა გამეხარდა რომ პირიქით ყოფილა :) მოკლედ ძალიან მომეწონა, ბედნიერებას გისურვებთ... +5
რომ შემეძლოს მზეს ჩამოვხსნიდი ციდან და ამ ავტორს ვაჩუქებდი, ძალიან სასიამოვნოდ წერთ, "ვიტან სწავლას, წიგნებს და მყავს უაზრო და უმიზნო შეყვარებული" ეს მართალი მეგონა სანამ შემდეგს წავიკითხავდი, მეუცნაურეთ და შემებრალეთ, ახლა გამეხარდა რომ პირიქით ყოფილა :) მოკლედ ძალიან მომეწონა, ბედნიერებას გისურვებთ... +5
8. ერთხელ და ორჯერ, დავუშვათ, შემთხვევით მომეწონა ეს მელნისფერი ნაწერები, მესამედაც შემთხვევით არ არსებობს! კარგი მინიატურაა.ზედმეტი გულისაჩუყებების გარეშე უდიდესი ტკივილია გადმოცემული. ერთხელ და ორჯერ, დავუშვათ, შემთხვევით მომეწონა ეს მელნისფერი ნაწერები, მესამედაც შემთხვევით არ არსებობს! კარგი მინიატურაა.ზედმეტი გულისაჩუყებების გარეშე უდიდესი ტკივილია გადმოცემული.
7. ხო, საინტერესოდ წერს ეს უცნაურ ნიკიანი გოგონა. და თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს, თამამად გავაკეთებ დასკვნას, რომ ბევრად მეტს შეძლებს. +2 ხო, საინტერესოდ წერს ეს უცნაურ ნიკიანი გოგონა. და თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს, თამამად გავაკეთებ დასკვნას, რომ ბევრად მეტს შეძლებს. +2
6. ეს რა კარგი მელნისფერი ფერიაა ეს რა კარგი მელნისფერი ფერიაა
5. მრავალწლიანი ჩავარდნის შემდეგ მცირედითად ვკმაყოფილდები. იმედია გამოვასწორებ.. გმადლობ მრავალწლიანი ჩავარდნის შემდეგ მცირედითად ვკმაყოფილდები. იმედია გამოვასწორებ.. გმადლობ
4. ისეთი კარგი დეტალებია დაჭერილი, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად დაწერ.
დროის ამბავია. და კითხვის ისეთი კარგი დეტალებია დაჭერილი, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად დაწერ.
დროის ამბავია. და კითხვის
2. არანაირად. :) ყველა დეტალი გამოგონილია. გმადლობ. არანაირად. :) ყველა დეტალი გამოგონილია. გმადლობ.
1. ეს ყველაფერიი მგნი პირადულიდან გამომდინარეა დაწერილი..მოტივი ყოველსემთხვევაში აქედანაა...ამიტომ მე ისღა დამრჩენია ბედნიერება გისურვოო ...და შენი დედის გამოჯანმრთელეება უფალი გფარავდეთ..:**+5 ეს ყველაფერიი მგნი პირადულიდან გამომდინარეა დაწერილი..მოტივი ყოველსემთხვევაში აქედანაა...ამიტომ მე ისღა დამრჩენია ბედნიერება გისურვოო ...და შენი დედის გამოჯანმრთელეება უფალი გფარავდეთ..:**+5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|